კურკუმის სასარგებლო თვისებები

კურკუმის სასარგებლო თვისებები

კურკუმა – მკვეთრი სტაფილოსფერი ფერის სანელებელი სასიამოვნო სუნით, რომელსაც ხშირად იყენებენ საკვები საღებავის სახით. ის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, დაგეხმარებათ დიაბეტთან გამკლავებაში და გახდომაშიც კი.

კურკუმიანი რძე საკმაოდ პოპულარული საშუალებაა უძილობასთან გასამკლავებლად. მას ასევე იყენებენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ამ სანელებლის შემადგენლობაში მყოფი კურკუმინი ითვლება ძლიერ ანტიბიოტიკად და ანტიოქსიდანტად.

მის გამოყენებას გირჩევდით ყოველდღიურად, უბრალოდ დაუმატეთ ცოტაოდენი რაოდენობა საკვებს. გარკვეული დაავადებების დროს კი რეკომენდაციას უწევენ სასწაულმოქმედ სასმელს, თუ არ აღინიშნება რაიმე უკუჩვენება.

კურკუმის სასარგებლო თვისებები

როგორ უნდა მივიღოთ კურკუმა სწორად

  • კურკუმინის სრულად ასათვისებლად, სანელებელს დაუმატეთ შავი პილპილი.
  • ორგანიზმის ეფექტურად გასაწმენდად დაგეხმარებათ ერთ თვიანი სამკურნალო კურსი. მიიღეთ დილით უზმოზე ნახევარი ჩ.კ. სანელებელი და დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი. საკვები მიიღეთ 15 წუთის შემდეგ.
  • კურკუმა ანემიასთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ: ეს სანელებელი კარგად ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს. გადაურიეთ 1/4 ჩ.კ. კურკუმა 1 ჩ.კ. თაფლს. მიიღეთ დილით უზმოზე და დააყოლეთ წყალი.

კურკუმის სასარგებლო თვისებები

  • ძალების დაკარგვის ან სისუსტის დროს უნდა მიიღოთ მთელი თვის მანძილზე შემდეგი ნარევი: 30 მლ. რძეში გახსენით 1/2 ჩ.კ. სანელებელი.
  • კურკუმა ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც: მას აქვს გამაახალგაზრდავებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გადაურიეთ 1/2 ჩ.კ. ფხვნილი 1 ს.კ. ცისფერ თიხას და გადაურიეთ წყალი არაჟნის მასის მიღებამდე. დაიდეთ სახეზე 15 წუთით. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია 1-2 კვირაში ერთხელ.

მიუხედავად ამდენი დადებითი თვისებებისა, კურკუმასაც აქვს უკუჩვენება. მისი გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოთ თუ გაქვთ რაიმე პრობლემა თირკმელებთან და კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკაშირებით. არაა რეკომენდირებული მისი მიღება 2 წლამდე პატარა ასაკის ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია