ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი გაციების, ანთების ან ბრონხიტის აკიდება. ჩვენ ისე მივეჩვიეთ თანამედროვე მედიცინას, რომ დაგვავიწყდა ხალხური საშუალებები. ხშირად, სწორედ ხალხური საშუალებები იძლევა ბევრად ეფექტურ შედეგს, ვიდრე სააფთიაქო. მოდით გავიხსენოთ ფილტვებიდან ნახველის მოსაშორებელი რამოდენიმე ნატურალური საშუალება.

სასუნთქი გზების დაავადების დროს ჩვენ ვგრძნობთ ტკივილს გულ-მკერდის არეში და ყელში. ჩვენი სუნთქვა ძნელდება. ეს ხდება მაშინ, როცა ფილტვებში იწყება ნახველის დაგროვება. დღეს ჩვენ გაგაცნობთ 10 ეფექტურ საშუალებას ფილტვებიდან ნახველის მოსაშორებლად.

როგორ განვთავისუფლდეთ ნახველისგან ხალხური საშუალებების წყალობით

ცხელი წყალი

დღეში 2-3 ჯერ დალიეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი. ის ხელს შეუწყობს სასუნთქ გზებში დაგროვილი ნახველის გათხელებას.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

მარილიანი ხსნარის გამოვლება

1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. მარილი. მიღებული ხსნარი დღეში 3-4 ჯერ გამოივლეთ ყელში. ეცადეთ გადმოაფურთხოთ მთელი წყალი წამოსულ ნახველთან ერთად.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

თბილი ლიმონიანი წვენი თაფლით

გაციების დროს ლიმონისა და თაფლის სამკურნალო თვისებებზე ყველასთვის უკვე ცნობილია. 1 ჭიქა ცხელ წყალში დაამატეთ 1 ს.კ. ლიმონის წვენი და თაფლი. მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ. ეს ნაზავი დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში და ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

კოჭას ჩაი

კოჭა ხსნის სასუნთქი გზების ანთებით პროცესს. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ უმი კოჭა ან დააქუცმაცოთ 5-6 ნაჭერი და დაასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი. იმისთვის, რომ გემო ბევრად სასიამოვნო იყოს, დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი. მიიღეთ ჩაი დღეში 2-3 ჯერ.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

ორთქლის ინჰალაცია ევკალიპტის ზეთთან ერთად

ფილტვების და ცხვირის გაჭედვას ხშირად მკურნალობენ ორთქლის ინჰალაციით. რამოდენიმე წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი კი გააძლიერებს ეფექტს. ყურადღება მიაციეთ შენობაში არსებულ ჰაერსაც. თუ ის ძალიან მშრალია, ამას შეუძლია გამოიწვიოს შეტევითი ხველება.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

ოხრახუში

დაღეჭეთ ოხრახუშის რამოდენიმე ფოთოლი. ის გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას და შეათხელებს ნახველს.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

რძე კურკუმით, თაფლით და შავი პილპილით

”ოქროს რძე” მარტივად უმკლავდება ბრონხიტს და გაციებას. კურკუმა საკმაოდ ძვირფასი პროდუქტია. ის აქტიურად ებრძვის პათოგენურ ბაქტერიებს და ანთებით პროცესებს. ხოლო პილპილი აძლიერებს კურკუმას მოქმედებას.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

1 ჭიქა რძეში ჩაყარეთ 1 ს.კ. კურკუმა და 1/2 ჩ.კ. შავი პილპილი. როცა სითხე შეგრილდება, დაუმატეთ თაფლი. კარგად მოურიეთ და მიირთვით. უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ.

ხახვის წვენი თაფლით

გარდა ანტიბაქტერიული თვისებებისა, ხახვი ხელს უშლის ნახველის დაგრივებას სასუნთქ გზებში. დააქუცმაცეთ ბოსტნეული და გამოწურეთ მისგან წვენი. დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი და გადაურიეთ. უნდა მიირთვათ ყველაფერი ერთ ჯერზე. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3 ჯერ.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

შავი ყავა

1 ჭიქა არომატული სასმელი შეგიმსუბუქებთ სუნთქვის პროცესს და დაგეხმარებათ ფილტვების გასუფთავებაში. ოღონდ დღეში მხოლოდ 2 ჭიქით შემოიფარგლეთ.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

ძირტკბილას ფესვი

ეს არის ბუნებრივი ამოსახველებელი საშუალება, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია იყენებენ. ძირტკბილას ფესვს აქვს ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მიიყვანეთ ადუღებამდე 1 ჭიქა წყალი, დაამატეთ ერთი ნატეხი ფესვი და ხარშეთ 5 წუთი. მიიღეთ ნახარში დღეში 2-3 ჯერ.

ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი

ნებისმიერ შემთხვევაში თვითმკურნალობის დაწყებამდე გირჩევთ კონსულტაციის გავლას ექიმთან. ის ზუსტად შეგარჩევინებთ თქვენთვის საჭირო მკურნალობის მეთოდს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ფილტვებიდან ნახველის მოშორების 10 ეფექტური მეთოდი
ყველის შენახვა მინის ქილებში - ბებოს ნასწავლი მეთოდი
ამ რეცეპტით ყველი მინის ქილებში საუკეთესოდ ინახება – ბებოს ნასწავლი რეცეპტი