რითი ჩავანაცვლოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება: 5 ხელმისაწვდომი ვარიანტი

რითი ჩავანაცვლოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება: 5 ხელმისაწვდომი ვარიანტი
ჩემი დაქალი ნამდვილი ეკოაქტივისტია. ის მონაწილობს თითქმის ყველა აქციაში რომელიც ქიმიური საშუალებების გამოყენების წინააღმდეგ არის მიმართული. მას სახლში არ აქვს არანაირი მაღაზიაში ნაყიდი სარეცხი საშუალება, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა საშუალებები როგორც იცით საკმაოდ ძვირადღირებულია. ამის გამო მან უამრავი ხალხური რეცეპტები იცის.

რითი ჩავანაცვლოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება: 5 ხელმისაწვდომი ვარიანტი
მის არსენალში აღმოაჩნდა მთელი 5 ვარიანტი და საოცარი ის არის, რომ თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. მე მაღაზიაში ჩასვლაც კი არ დამჭირდა ამისთვის. დღეს გაგაცნობთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებების ჩამნაცვლებელ ხალხურ საშუალებებს.

ნატურალური საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ჩაანაცვლონ ჭურჭლის სარეცხი ქიმიური საშუალებები

საკვები სოდა

საკვები სოდა შესანიშნავი ანტისეპტიკია. ასე რო არ მოგიწევთ ნერვიულობა მავნებელ ბაქტერიებზე. ფხვნილი კარგად ართმევს თავს როგორც ცხიმიან, ასევე მიმწვარ ლაქებს. სოდას შეუძლია დაუბრუნოს ძველებური სიპრიალე სამზარეულოს ნივთებს. მოამზადეთ ფხვნილისგან ფაფა და კარგად გახეხეთ ჭურჭელი.

რითი ჩავანაცვლოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება: 5 ხელმისაწვდომი ვარიანტი

ლიმონის მჟავა

ლიმონის მჟავა გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ ნალექისგან გაწმინდოთ ჩაიდანი ან ქვაბი. საკმარისია 2-3 ჩ.კ. მჟავა რათა ბოლომდე გააქროთ დალექილი ნადები. გახსენით კრისტალები წყალში და წამოადუღეთ ჩაიდანი ამ სითხით. უფრო ძლიერი დაბინძურებისას პორცედურა უნდა გაიმეოროთ რამოდენიმეჯერ.

საყოფაცხოვრებო საპონი (სარეცხის საპონი)

ამ ნატურალური საპნით შეგიძლიათ გარეცხოთ ტანსაცმელიც და ჭურჭელიც. თუმცა ამ შემთხვევასი ჩვენ ჭურჭელს არ გავსაპნავთ. ბევრი ქაფის მისაღებად უნდა მოამზადოთ საპნის ხსნარი. ის ისევე კარგად მუშაობს, როგორც სხვა ქიმიური საშუალებები.

რითი ჩავანაცვლოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება: 5 ხელმისაწვდომი ვარიანტი

ძმარი

ეს არის კიდევ ერთი უნივერსალური საშუალება. ძმარი კარგია როგორც რეცხვისას, ასევე სახლის ლაგების პროცესში. მჟავა კარგად ართმევს თავს ცხიმიან ჭურჭელსაც. ძმარი დაგეხმარებათ მიმწვარი ქვაბი გაწმენდაში, თუ მას გაურევთ სოდას.

მდოგვის ფხვნილი

ამ შემთხვევაში არაფრის გარევა არ დაგჭირდებათ. უბრალოდ წაუსვით მდოგვის ფხვნილი ჭუჭყიან ჭურჭელს, გაწმინდეთ ჭურჭლის ღრუბლით და გარეცხეთ გამდინარე წყალში. თავის დროზე ასე რეცხავდა ჭურჭელს ბებიაჩემიც და ყოველთვის იდეალურად სუფთა ჰქონდა სამზარეულოს ნივთები.

რითი ჩავანაცვლოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება: 5 ხელმისაწვდომი ვარიანტი
ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების ეფექტურობის გასაძლიერებლად გამოიყენეთ ეთერზეთები. სადეზინფექციო თვისებებით გამოირჩევა ევკალიპტის და ჩაის ხის ზეთი. თუ მთლიანად გნებავთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებების ბუნებრივი საშუალებებით ჩანაცვლება, მაშინ ჭურჭლის ღრუბელი უნდა ჩაანაცვლოთ მარლით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
რითი ჩავანაცვლოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება: 5 ხელმისაწვდომი ვარიანტი
ძილის წინ ყოველდღე შეჭამთ თაფლს, ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ…