აი რა ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული

აი რა ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული

ბედნიერება წვრილმანებშია – ცხელი ყავის არომატი, გაზაფხულის მზის სხივები, ამონარიდები წიგნიდან და ა.შ. ეს ყველაფერო ინდივიდუალურია, მაგრამ ახლად გარეცხილ ლოგინის თეთრეულში ჩაწოლა მაინც განსაკუთრებით სასიამოვნოა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ მითებზე, რეცხვის ძირითად წესებზე და რომელ ტემპერატურაზე უნდა გავრეცხოთ საწოლის თეთრეული.

ჩემი ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს მიყვეს მინიმალიზმს და ამიტომ სახლში მხოლოდ ორი ცალი საწოლის თეთრეულის ნაკრები გვაქვს. მრავალწლიანი ცდების, ექსპერიმენტების და შეცდომების შემდეგ გაჩნდა სია, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ერთი სული მაქვს ეს ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ.

აი რა ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული

საწოლის თეთრეულის რეცხვის ძირითადი წესები

საწოლის თეთრეულის გარეცხვა სულ მცირე კვირაში ერთხელ მაინც საჭიროა. ზაფხულში კი თეთრეულის გამოცვლას კვირაში ორჯერ გირჩევთ. იმიტომ, რომ წელიწადის თბილ დროს საწოლში ბევრად მეტი მტვერი გროვდება, ხოლო ღამე ადამიანის ორგანიზმი ბევრად ძლიერ ოფლიანობს.

საწოლის თეთრეული გარეცხვა აუცილებელია მაშინ, როცა ის ახალია. ასე თავიდან აიცილებთ მოსალოდნელ ალერგიულ რეაქციას. პირველი გარეცხვისას არ არის აუცილებელი ფხვნილის გამოყენება, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი მისი გავლებაა.

საწოლის თეთრეულის გარეცხვამდე აუცილებელია მისი გადახარისხება. ღია, მუქი და ფერადი ერთად არ უნდა გარეცხოთ. მრავალჯერადი გარეცხვის მიუხედავად, ფერი მაინც შეიძლება გადავიდეს ერთიდან მეორეზე, ამიტომ ეს წესი ბოლომდე უნდა დაიცვათ.

თეთრეული გარეცხვამდე გადმოაბრუნეთ, შეკარით და ისე გარეცხეთ. ასე გაუფრთხილდებით მის ზედაპირს და სარეცხ მანქანასაც.

​​აი რა ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული

დაბალ ტემპერატურაზე რეცხვისას (30-40 გრადუსი) მიკროორგანიზმები და ტკიპები არ კვდებიან, არამედ უფრო მეტად ჯდებიან ქსოვილში. სწორედ ამიტომ საწოლის თეთრეულის გარეცხვა 50 გრადუს ტემპერატურაზე ნაკლებზე არც არის რეკომენდირებული. თბილ წყალში რეცხვისას სარეცხ ფხვნილს დაუმატეთ ცოტაოდენი მათეთრებელი საშუალება.

სარეცხ მანქანაში რეცხვისას უპირატესობა მიანიჭეტ თხევად საშუალებებს. სარეცხი ფხვნილისგან განსხვავებით  მათი გავლება ბევრად მარტივია და არ რჩება ქსოვილზე.

რა ტემპერატურაზე უნდა გავრეცხოთ სხვა და სხვა ტიპის ქსოვილები

თეთრი ბამბის ქსოვილის გარეცხვა შესაძლებელია 90 გრადუსზე და წურვის მაქსიმალურ რეჟიმზე. იმისთვის, რომ ქსოვილმა დიდხანს გაძლოს, მცირეოდენი დაბუნძურებისას გარეცხეთ ის 60 გრადუსზე.

აი რა ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული

ფერადი ბამბის ქსოვილის ფერის შესანარჩუნებლად არ გარეცხოთ ის 50 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე.

აი რა ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული

თეთრეულის ქსოვილის გარეცხვა შესაძლებელია 60-დან 90 გრადუს ტემპერატურამდე.

მიუხედავად იმისა რომ ბამბუკი გამოირჩევა გამძლეობით, მისგან დამზადებული ქსოვილის გარეცხვა არ ღირს 40 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე და მსუბუქი რეცხვის რეჟიმზე.

აბრეშუმის ქსოვილის გარეცხვა უმჯობესია ხელით 30 გრადუს ტემპერატურამდე. არ უნდა გაწუროთ ძალიან ძლიერად.

სინთეტიკისთვის მაქიმალური ტემპერატურა 40 გრადუსია. მაღალი ტემპერატურა ზალიან აფუჭებს ქსოვილს.

რეცხვის შესახებ გავრცელებული მითები

მითი №1: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო კარგად ირეცხება ნივთები

დელიკატური ქსოვილებიდან ჭუჭყის მოსაშორებლად პატარა ტემპერატურაც საკმარისია. გირჩევთ იხელმძღვანელოთ იარლიყზე დატანილი რეკომენდაციებით.

აი რა ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული
მითი №2: ფხვნილი არასდროსაა ზედმეტი

თუ ბევრ სარეცხ ფხვნილს ჩავყრით, ნარჩენები მოხვდება ქსოვილის ბოჭკოებში და ქსოვილს გააუხეშებს. ის ამითი ბევრად სუფთა ვერ გახდება. თხევად საშუალებებსაც ნუ გადაამეტებთ, წინააღმდეგ სემთხვევაში ის ბოლომდე არ მოსცილდება ქსოვილს.

მითი №3: რაც ნაკლებია სარეცხი მანქანის დატვირთვა, მით უფრო კარგად გაირეცხება საწოლის თეთრეული

ნაკლები დატვირთვისას რეცხვის ხარისხი ნამდვილად არ გაუმჯობესდება, მაგრამ აი სარეცხი მანქანის გაფუჭების შანის იზრდება.

ეხლა უკვე იცით როგორ ტემპერატურაზე ჯობია საწოლის თეთრეულის გარეცხვა. აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
აი რა ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული
ზაბრუსის სასარგებლო თვისებები