როგორ მოვიხსნათ კბილის ტკივილი აბების გარეშე

როგორ მოვიხსნათ კბილის ტკივილი აბების გარეშე

ორი დღე ვიტანჯებოდი კბილის ტკივილისგან, სანამ ჩემს სტომატოლოგთან მივაღწევდი. მას ძალიან გაუკვირდა, რომ გამაყუჩებელი არ მიმიღია ამ პერიოდში. აბები ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებენ და მხოლოდ ამძიმებენ სიტუაციას. გამოციდლმა სტომატოლოგმა მასწავლა თუ როგორ უნდა განვთავისუფლდე კბილის ტკივილისგან მედიკამენტების გარეშე.

როგორ აღმოჩნდა ექსტრემალურ სიტუაციში არა მხოლოდ უძილობასთან და თავის ტკივილთან გამკლავებაა შესაძლებელი, არამედ კბილის ტკივილთანაც. ეს ინფორმაცია მათთვისაა, ვინც ყოველთვის თან არ ატარებს ასპირინს.

როგორ მოვიხსნათ კბილის ტკივილი სახლის პირობებში

როგორ მოვიხსნათ კბილის ტკივილი აბების გარეშე
პროპოლისი

ტკივილის მოსახსნელად კბილთან დაიდეთ თხევად პროპოლისში ან მის სპირტიან ნაყენში დასველებული ბამბა. ასეთი კომპრესი უნდა გედოთ მანამდე, სანამ ტკივილი არ გაყუჩდება. ეს საშუალება აქრობს ანთებას და კლავს მიკრობებს. თუმცა ეს მეთოდი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ ალერგია ამ პროდუქტზე.

მარილი და წყალი

ტკივილის მოსახსნელად გამოივლეთ პირის ღრუში მარილიანი წყალი. 200 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალში ჩაყარეთ 2 ჩ.კ. მარილი და ცოტა ზღვის მარილი. ამ საშუალების ეფექტი 2 საათზე მეტ ხანს არ მოქმედებს, ამიტომ სავლები დღეში 5-6 ჯერ მაინც უნდა გაიკეთოთ.

ცივი წყალი თუ თბილი ბალახეულის ნაყენი

როგორ მოვიხსნათ კბილის ტკივილი აბების გარეშე
ყინულიანი წყალი

ეს საშუალება კიდევ უფრო ცოტა ხანს მუშაობს, ვიდრე სოდიანი წყალი (40 წუთი). მიიდეთ კბილთან ახლოს (არავითარ შემთხვევაში არ დაიდოთ თავად კბილზე) ყინულის კუბი რამოდენიმე წუთი, სანამ ის არე არ გაბრუვდება.

მცენარეული ნახარში

შეგიძლიათ მოამზადოთ მცენარეული ნახარში მრავალძარღვასგან, გვირილისგან ან სალბისგან. პირის ღრუში გამოვლებამდე აუცილებლად გააგრილეთ ნახარში ოთახის ტემპერატურამდე. ის დაამშვიდებს ლორწოვან გარსის გაღიზიანებას და მოხსნის ტკივილს.

როგორ მოვიხსნათ კბილის ტკივილი აბების გარეშე
ეხლა უკვე იცით როგორ მოიხსნათ კბილის ტკივილი ექსტრემალურ სიტუაციაში. როგორც იცით ტკივილის მოხსნა მხოლოდ სიმპტომის დროებით მოცილებაა და შემდგომ მაინც აუცილებელია სტომატოლოგთან მისვლა ტკივილის გამომწვევი მიზეზის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია