კატები საკმაოდ თავისებური ცხოველები არიან. ძაღლებისგან განსხვავებით ისინი არ გრძნობენ თავს დამნაშავედ როცა რაიმეს დააშავებენ. ამიტომ საკმაოდ ძნელია მათი გაწვრთნა. მებაღეებისთვის მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ეს ფუმფულა არსებები ერჩიან ნერგებს და საკმაო შრომაა საჭირო მათგან მცენარეების დასაცავად.
ეს ფუმფულა მავნებლები ღეჭავენ ან უბრალოდ წვებიან ახლად ამობიბინებულ სიმწვანეზე. ახლად აღმოცენებული ნერგები ნამდვილად ვერ უძლებენ ასეთ პირობებს და მათი საბოლოო ადგილი ნაგვის ურნა ხდება. იმისთვის, რომ კატამ არ გააფუჭოს თქვენი ნერგები, სცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელიმე. აი რა უნდა გააკეთოთ…
რას შეუძლია კატებისგან ნერგების დაცვა
გადავავსოთ მთელი ფანჯრის რაფა
პრაქტიკულად ყველა კატა ახტომამდე თვლის მოძრაობის ტრაექტორიას. მართალია, რომ როგორც ადამიანებს ასევე კატებსაც მოსდით პატარა ლაფსუსები. თუმცა კატა იშვიათად განახორციელებს ნახტომს, თუ ვერ ხედავს სად დაეშვება. აი ამიტომ გადავსებულმა რაფამ შესაძლოა მას სულ გადააფიქრებინოს ზედ ახტომა.
ამ ფუმფულების გამომგონებლურ ნიჭს არ აქვს საზღვარი, ამიტომ რაფიდან შორს დაიჭირეთ ფარდები და ავეჯი, რადგან ისინი შესაძლოა ტრამპლინად გამოიყენონ.
მკვეთრი სუნების გამოყენება
კატების ყნოსვა ბევრად უფრო ძლიერია ადამიანის ყნოსვაზე. ამიტომ ნებისმიერი მკვეთრი სუნი აფრთხობს მათ. ნერგების და მცენარეების ქოთნებისგან მათ დასაფრთხობად გამოიყენეთ ეთერზეთები. წაუსვით ის ქოთანს გარშემო. ყველაფერთან ერთად ოთახში გექნებათ სასიამოვნო სურნელი.
აღმართეთ ბარიერი
თუ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ავანტიურისტია, მაშინ ჯობია ფიზიკური ბარიერის გამოყენება. ყუთების გარშემო აღმართეთ ბადე. გაითვალისწინეთ, რომ მცენარეს ჭირდება სივრცე და სინათლე რათა კარგად გაიზარდოს. იდეალურ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს გალია. მოათავსეთ ნერგები შიგნით და თქვენი კატა ნამდვილად ვერ შეძლებს მის დაზიანებას.
ჩაარჭეთ კბილის ჩხირი
თქვენი ოთხფეხა მეგობრის დასაფრთხობად შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ჩხირებიც. ჩაარჭეთ ისინი ქოთანში. როცა ის შეერჭობა თათში, ეს ნამდვილად არ იქნება მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი და ნამდვილად აღარ მოინდომებს მასთან ხელახლა მისვლას.
იზოლაცია
აქ ყველაფერი მარტივია. უბრალოდ არ შეუშვათ შენობაში ეს ფუმფულა მავნებლები და პრობლემაც აღარ შეიქმნება.
ორმაგი წებოვანი ლენტის გამოყენება
გინახავთ ვიდეო თუ როგორ რეაგირებენ კატები თათებზე მიწებებულ ლენტებზე? მათთვის ეს ძალიან დიდ დისკომფორსტ წარმოადგენს. ეცადეთ დააწებოთ ის ფარის რაფაზე. თქვენი ფუმფულა მეგობარი ნამდვილად აღარ მიეკარება იმ ადგილს მსგავსი სიურპრიზის აღმოჩენის შემდგომ.
იგივე ეხება ფოლგის ქაღალდსაც. მისი უცნაური შრაშუნის ხმა აშინებს კატებს და მაშინვე გარბიან.
დავაფაროთ ნერგებს თავსახური
თესლის გასაღვივებლად ხშირად გამოიყენებენ პლასტმასის კონტეინერს ან ბოთლებს. არ გადააგდოთ ჭურჭლის გადაჭრილი ზედა მხარე, არამედ გააკეთეთ მისგან თავსახური. უბრალოდ ზედა მხარეს აუცილებლად დაუტოვეთ საჰაერო, რათა ჰაერმა შეაღწიოს შინგით.
ეს პატარა მავნებლები ხშირად ზედმეტად ცელქობენ, მაგრამ მათზე დიდი ხნით გაბრაზება უბრალოდ შეუძლებელია, ისინი ხომ უსაყვარლესები არიან? იმედი მაქვს აქ წარმოდგენილი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.