ვადაგასული საფუარი: როგორ გამოვიყენოთ ის
საფუარს არც ისე დიდი შენახვის ვადა აქვს. თუ თქვენ დაგიგროვდათ ვადაგასული, გთავაზობთ მისი გამოყენების ორ მეთოდს, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ.
პირველი მეთოდი
ვადაგასული საფუარი არის შესანიშნავი ინგრედიენტი თმის გასამაგრებელი ნიღბისთვის. ამ საშუალების სახლის პირობებში მომზადება უმარტივესია. ხოლო მისი რეგულარულად გამოყენება გამოკვებავს თქვენს თმას და გააჯანსაღებს.
საფუარის თმის ნიღაბი
დაგჭირდებათ:
- 2 ჩ.კ. საფუარი
- 2 ს.კ. წყალი
- 100 მლ. კეფირი
- 3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
- 2 ს.კ. თაფლი
მომზადების და გამოყენების წესი:
- გახსენით საფუარი თბილ წყალში და დატოვეთ 60 წუთით.
- მიღებულ მასას დაუმატეთ კეფირი.
- დაუმატეთ თაფლი და ეთერზეთი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.
- წაისვით ნიღაბი თმის მთელს სიგრძეზე და ძირებში.
- გადაიხვიეთ თმა ჯერ პოლიეთიენის პარკით და შემდეგ პირსახოცით. დაელოდეთ 1 საათი.
- ჩამოიბანეთ თმა შამპუნის დახმარებით.
მეორე მეთოდი
ვადაგასული საფუარი შესანიშნავ სასუქად ითვლება. ის ასტიმულირებს ფესვის სტრუქტურის ზრდას და ზრდის ოთახის მცენარეების იმუნიტეტს.
ოთახის მცენარეების სასუქი საფუარისგან
დაგჭირდებათ:
- 10 გრ. საფუარი
- 1 ს.კ. შაქარი
- 5 ლ. წყალი
მომზადების და გამოყენების წესი:
- პირველ რიგში გახსენით საფუარი თბილ წყალში.
- დაუმატეთ შაქარი და კარგად გადაურიეთ.
- დატოვეთ საფუარის მასა 2 საათით.
- მიღებული ხსნარით მორწყეთ ოთახის მცენარეები თვეში 2-ჯერ.
თუ სახლში აღმოჩენთ ვადაგასულ საფუარს, აღარ მოგიწევთ მისი გადაგდება. შედეგით კი ნამდვილაფ კმაყოფილი დარჩებით.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.