ვადაგასული საფუარი: როგორ შეიძლება მისი გამოყენება

ვადაგასული საფუარი: როგორ შეიძლება მისი გამოყენება

საფუარი ეს ის ინგრედიენტია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია თუ რაიმეს გამოცხობას აპირებთ. თითქმის ნებისმიერ დიასახლისს აქვს ის სამზარეულოში. გამოსაცხობად არც ისე ბევრი საფუარია საჭირო და ამიტომ ხშირად ვადაც კი გასდის ამ პროდუქტს.
ვადაგასული საფუარის გადაყრა ნამდვილად არ ღირს, რადგან ის საკმაოდ სასარგებლო რჩება მაინც, ოღონდ უკვე სხვა დანიშნულებით.

ვადაგასული საფუარი: როგორ შეიძლება მისი გამოყენება

ვადაგასული საფუარი: როგორ გამოვიყენოთ ის

საფუარს არც ისე დიდი შენახვის ვადა აქვს. თუ თქვენ დაგიგროვდათ ვადაგასული, გთავაზობთ მისი გამოყენების ორ მეთოდს, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ.

პირველი მეთოდი

ვადაგასული საფუარი არის შესანიშნავი ინგრედიენტი თმის გასამაგრებელი ნიღბისთვის. ამ საშუალების სახლის პირობებში მომზადება უმარტივესია. ხოლო მისი რეგულარულად გამოყენება გამოკვებავს თქვენს თმას და გააჯანსაღებს.

საფუარის თმის ნიღაბი

ვადაგასული საფუარი: როგორ შეიძლება მისი გამოყენება
დაგჭირდებათ:

 

  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 2 ს.კ. წყალი
  • 100 მლ. კეფირი
  • 3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 2 ს.კ. თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. გახსენით საფუარი თბილ წყალში და დატოვეთ 60 წუთით.
  2. მიღებულ მასას დაუმატეთ კეფირი.
  3. დაუმატეთ თაფლი და ეთერზეთი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.
  4. წაისვით ნიღაბი თმის მთელს სიგრძეზე და ძირებში.
  5. გადაიხვიეთ თმა ჯერ პოლიეთიენის პარკით და შემდეგ პირსახოცით. დაელოდეთ 1 საათი.
  6. ჩამოიბანეთ თმა შამპუნის დახმარებით.

ვადაგასული საფუარი: როგორ შეიძლება მისი გამოყენება

მეორე მეთოდი

ვადაგასული საფუარი შესანიშნავ სასუქად ითვლება. ის ასტიმულირებს ფესვის სტრუქტურის ზრდას და ზრდის ოთახის მცენარეების იმუნიტეტს.

ოთახის მცენარეების სასუქი საფუარისგან

ვადაგასული საფუარი: როგორ შეიძლება მისი გამოყენება
დაგჭირდებათ:

  • 10 გრ. საფუარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 5 ლ. წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. პირველ რიგში გახსენით საფუარი თბილ წყალში.
  2. დაუმატეთ შაქარი და კარგად გადაურიეთ.
  3. დატოვეთ საფუარის მასა 2 საათით.
  4. მიღებული ხსნარით მორწყეთ ოთახის მცენარეები თვეში 2-ჯერ.

თუ სახლში აღმოჩენთ ვადაგასულ საფუარს, აღარ მოგიწევთ მისი გადაგდება. შედეგით კი ნამდვილაფ კმაყოფილი დარჩებით.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
ვადაგასული საფუარი: როგორ შეიძლება მისი გამოყენება
გაიგეთ როგორ უნდა შეარჩიოთ ქათმის ფილე. ნუ ენდობით მხოლოდ შეფუთვას!