როგორ მოვამზადოთ თევზი სუნის გარეშე

როგორ მოვამზადოთ თევზი სუნის გარეშე

თევზის ხორცი იმდენად ნაზია, რომ მას დანის გარეშე მიირთმევენ. წვნიანი, რბილი და სპეციფიური გემოს მქონე საკვები, რომელსაც ბევრად უკეთ ისთვისებს ჩვენი ორგანიზმი, ვიდრე ღორის, საქონლის ან ქათმის ხორცს. არ გიკვირთ რატომ არის ის მაინც ნაკლებ პოპულარული? მიზეზი იმალება თევზის ცხიმში, რომელიც ყველას არ მოსწონს. თუმცა ეს არ აშინებს მათ, ვინც იცის თუ როგორ უნდა მოამზადოს თევზი სუნის გარეშე.

როგორ მოვამზადოთ თევზი სუნის გარეშე

კარგ რესტორნებში ამისთვის მიმართავენ ერთ მარტივ ხრიკს. ის გამოდგება ყველაზე მძაფრი სუნის თევზისთვისაც. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ცოტაოდენი სტაფილო და ხახვი.

დაგჭირდებათ:

  • კობრი 2 ცალი
  • ლიმონი 1/4 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი 1 ჩ.კ.
  • კურკუმა 1 ჩ.კ.
  • ქინძი 1 ჩ.კ.
  • კვლიავი 1 ჩ.კ.
  • მცენარეული ზეთი 130 მლ.
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • ნიორი 4 კბილი
  • სიმინდის ფქვილი 4 ს.კ.
  • წყალი 200 მლ.
  • დაფნის ფოთოლი გემოვნებით
  • შავი პილპილის მარცვალი გემოვნებით

მომზადების წესი:

  • შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თევზი. გაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად და დაამარინადეთ. ამისთვის გადაურიეთ ერთმანეთს სილომის წვენი, კურკუმა, კვლიავი, 2 კბილი ნიორი, მარილი და პილპილი. დატოვეთ 30-40 წუთით.

როგორ მოვამზადოთ თევზი სუნის გარეშე

  • გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და დააწყვეთ წინასწარ სიმინდის ფქვილში ამოვლებული თევზის ნაჭრები. შეწვით ორივე მხრიდან მოოქროსფერო ფერის მიღებამდე.

როგორ მოვამზადოთ თევზი სუნის გარეშე

  • ამოიღეთ თევზი ტაფიდან და დროებით გადადეთ გვერდით. დარჩენილ ცხიმში შეწვით წვრილად დაწრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო.

როგორ მოვამზადოთ თევზი სუნის გარეშე

  • დაუმატეთ 200 მლ. ადუღებული წყალი, გადაურიეთ და ჩააწყვეთ თევზი ტაფაში. დააფარეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ 15 წუთით. აი ისიც მზად არის!

როგორ მოვამზადოთ თევზი სუნის გარეშე

სტაფილოს და ხახვის გარდა იყენებენ რამოდენიმე ნაჭერ კარტოფილს ან მარცვლეულს. ეს პროდუქტები მარტივად იწოვენ მის მძაფრს არომატს და უფრო არბილებენ ხორცს. გირჩევთ აუცილებლად გამოიყენოთ ეს ხრიკი, როცა გადაწყვეტთ თევზის შეწვას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია