ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, წიწიბურის სწორად მომზადების წესს და რასთან ერთად უნდა მიირთვათ ის. ეს საშუალებას მოგცემთ დატკბეთ საკვების მიღებით და თან დაიკლოთ სასურველი კილოგრამები. სტატიის ბოლოს კი ნახავთ წიწიბურის მარტივ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
წიწიბურის დიეტა
პირველ რიგში გაგაცნობთ, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ წიწიბურის დიეტის დაცვის დროს. მხოლოდ წიწიბურის მიღება და წყლის მიყოლება სასტიკად აკრძალულია. ეს მიგიყვანთ ორგანიზმში მიკროელემენტების დეფიციტამდე. ეს განსაკუთრებით ეხება კალციუმს.
თავისი დაბალკალორიულობით ყველაზე სახელგანთქმული არის წიწიბურის ფაფა – მხოლოდ 88 კკალ. 100 გრამ მზა პროდუქტზე. მასთან შედარება შეუძლიათ მხოლოდ სიმინდის, ბრინჯის და შვრიის ფაფას. თუმცა გლიკემიის ინდექსის, ცილის რაოდენობით და მოცულობით წიწიბურა მაინც ლიდერია.
ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია მისი მიღება სხვა უფრო კალორიული და მკვებავი ნივთიერებების მქონე პროდუქტებთან ერთად. სწორად შერჩეული თანაფარდობის შემთხვევაში თქვენ დაიკლებთ წონაში და ამასთან ერთად შეინარჩუნებთ მკვებავი ნივთიერებების ბალანსს. ეს საგრძნობლად შეამცირებს სტრესის დონეს. წიწიბურის ბალანსირებულ დიეტაზე ყოფნა რეკომენდირებულია მხოლოდ 3 კვირა.
რასთან ერთად მივირთვათ წიწიბურა
ეხლა კი ყველაზე მთავარი – მენიუ. წიწიბურის დიეტის დროს ფაფა მონაწილეობს ყველა საჭმლის მიღებაზე. რაციონის შედგენა რეკომენდირებულია ამ სქემის მიხედვით:
- საუზმე – წიწიბურის ფაფა რძის პროდუქტებთან ერთად (უცხიმო ხაჭო, ცოცხალი იოგურტი, კეფირი)
- სადილი – წიწიბურის ფაფა და ცხოველური ცილა (კვერცხი, ფრინველის ხორცი, თევზი, გამომცხვარი ან მოხარშული საქონლის ხორცი)
- ვახშამი – წიწიბურის ფაფა და ბოსტნეული სახამებლის გარეშე (ცოცხალი სალათები, ორთქლზე მომზადებული საკვები, რაგუ)
მისასალმებელია მსუბუქი სუპი, ბოსტნეულის წასახემსებლები და საკმარისი რაოდენობის წყალი. ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდირებულია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება.
როგორ მოვამზადოთ წიწიბურის დიეტური ფაფა
რეცეპტი ძალიან მარტივია. მისი მოხარშვაც კი არ არის საჭირო: უბრალოდ აიღეთ 1 ჭიქა მარცვალი და დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი. დააფარეთ თავსახური და დადგით 2 საათით.
ასეთი მეთოდით მომზადებული ფაფა ინარჩუნებს უფრო მეტ სასარგებლო კომპონენტს. თუ სუპერ-საკვების მიღება გსურთ, მაშინ უნდა მიმართოთ მარცვლის გაღვივების მეთოდს. ამ შემთხვევაში მას უნდა დაასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და დაელოდოთ პირველ წამონაზარდებს. გაღვივებული მარცვალი ხდება ნაზი და შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას.
წიწიბურის ფაფა მდიდარია ცილით, ამიტომ მისი დიეტა ძალიან კარგად მოქმედებს ფიზიკური დატვირთვის დროს. ერთადერთი რისი უკმარისობაც გექნებათ, ეს არის შაქარი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი ან ლიმონიანი წყალი თაფლთან ერთად.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.