რევმატიზმის და რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ჭინჭარი

რევმატიზმის და რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ჭინჭარი

 

პრაქტიკულად ყველას მიგვიღია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჭინჭრის დამწვრობა. მახსოვს ბავშვობაში როგორ ვიტირე ამის გამო და ისიც მახსოვს, დედა როგორ მიმეორებდა ეს სასარგებლოაო. ეხლა უკვე ვიცი, რომ მისი სიტყვები სრულ სიმართლეს შეეფერა, რადგან ჭინჭრის სასარგებლო თვისებები უნიკალურია. მისგან ამზადებენ უამრავ სამკურნალო საშუალებას და ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

ეს მცენარე ჩვენთვის ნამდვილ მხსნელად ორი წლის წინ იქცა. მაშინ დაეწყო დედაჩემს ტკივილი ზურგის და სახსრების არეში. ჩემმა ერთმა კარგმა ნაცნობმა მირჩია მეცადა სახლში დამზადებული ჭინჭრის ლოსიონი. ის ეფექტურია რადიკულიტის და რევმატიზმის მკურნალობის დროს.

ჭინჭრის სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენების წესი

პირველ რიგში უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ყველა ნატურალურ საშუალებას აქვს თავისი უკუჩვენება. ჭინჭრის ნახარშის და ნაყენის დალევა აკრძალულია მათთვის, ვისაც გაზრდილი აქვს სისხლის შედედების მაჩვენებელი. ამან შეასძლოა ხელი შეუწყოს თრომბის წარმოქმნას. ასევე კუჭის და თორმეტჰოჯა ნაწლავის დაავადებების დროს. ასევე საშვილოსნოს სიმსივნის დროს.

ჭინჭრის წვენი რევმატიზმის დროს.

შეაგროვეთ ჭინჭარი, კარგად გარეცხეთ და გადაავლეთ ადუღებული წყალი. ამის შემდეგ წვრილად დაჭერით და გამოწურეთ მისგან წვენი ბამბის ქსოვილის დახმარებით. წვენი უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე 1 ს.კ.. თუ წვენი კარგად ათვისებადია, მაშინ გაზარდეთ მისი რაოდენობა 6 ს.კ.-მდე დღეში.

რევმატიზმის და რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ჭინჭარი

კომპრესები რადიკულიტის დროს

უბრალოდ გადაავლეთ მას ადუღებული წყალი ან მოამზადეთ მისგან ნაყენი. ამისთვის დაგჭირდებათ 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი ბალახი და 1 ჭიქა ადუღებული წყალი. აურიეთ ინგრედიენტები, თბილად შეახვიეთ და დადგით 30 წუთით, ამის შემდეგ გადაწურეთ.

რევმატიზმის და რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ჭინჭარი

ეხლა უკვე შეგიძლიათ მიღებულ სითხეში დაასველოთ ქსოვილი და დაიდოთ მტკივან ადგილზე. სხეულის ეს ნაწილი კარგად შეიფუთეთ 1,5-2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 1-2 ჯერ.

ჭინჭრის ნაყენი გარეგანი გამოყენებისთვის

თუ თქვენ გაწუხებთ რადიკულიტი და ოსტეოქონდროზი, მაშინ 2 ს.კ. დაჭრილ ჭინჭარს დაასხით 250 გრ. არაყი. კარგად დააფარეთ თავსახური, გადაიატნეთ ბნელ ადგილზე და დატოვეთ 1 კვირით. მზა ნაყენი გადაწურეთ და მისი საშუალებით გაიწმინდეთ ზურგი დღეში 1-2 ჯერ.

რევმატიზმის და რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ჭინჭარი

რევმატიზმის სამკურნალო ბალახეული ნაკრები

ზაფხულში შესაძლებელია გამომშრალი ბალახეულისგან სამკურნალო საშუალების დამზადება. აურიეთ ერთმანეთს 25 გრ. ველუწი როზმარინი და 15 გრ. ჭინჭარი. მიღებული ნაზავი გადაიტანეთ თერმოსში, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დატოვეთ 8 საათით. ამის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ. დღეში 4-5 ჯერ საკვების მიღების შემდეგ. მკურნალობის კურსი გრძელდება 7 დღე.

რევმატიზმის და რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ჭინჭარი

ეცადეთ არ გადაამეტოთ სამკურნალო საშუალების დოზას, რადგან ველური როზმარინი მეკუთვნება შხამიან მცენარის სახეობას. თუ თქვენ გრძნობთ თავის ტკივილს ან შეგექმნათ კუჭთან დაკაშირებული პრობლემები, მაშინვე შეწყვიტეთ ამ საშუალების მიღება.

რევმატიზმის და რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ჭინჭარი

ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ჭინჭრით მკურნალობის კურსი. უკვე რამოდენიმე დღეში გაქრა ტკივილი. ის არა მარტო სამკურნალოდ, არამედ ბაღის სასუქადაც გამოგადგებათ. ამიტომ აიღეთ ხელთათმანი, კალათი და აუცილებლად ააგროვეთ ეს სასწაული მცენარე.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
რევმატიზმის და რადიკულიტის დროს გამოიყენეთ ჭინჭარი
„ამერიკული ოქროს ყვავილი“ – უნიკალური საშუალება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.