წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება

ამ ბოლო დროს წყალმცენარეებზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გამოჩნდა. სწორი კვების ყველა მიმდევარი ცდილობს, რომ ის აუცილებლად ჩართოს თავის რაციონში. წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები უკვე უამრავმა ექსპერიმენტმა დაადასტურა. ის არის ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების უდიდესი წყარო.

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
აზიურ სამზარეულოში წყალმცენარეები ერთ-ერთ ძირითად პროდუქტად ითვლება. ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენად კარგად ინარჩუნებენ ისინი ახალგაზრდულ იერსახეს და თან მათი სისცოცხლის ხანგრძლივობაც ბევრად აღემატება ევროპელებისას. მოდით გავიგოთ რომელი ზღვის ფლორა უწყობს მათ ხელს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

წყალმცენარეების სასარგებლო თვისება

ადამიანისთვის ცნობილი 30 000 სახეობიდან ყველა არ არის საკვებად გამოსადეგი. ხოლო საკვებად გამოსადეგი წყალმცენარეები შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად: ყავისფერი, წითელი და მწვანე. თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული საკვები ნივთიერებების შემადგენლობა. მოდით უფრო დეტალურად გავეცნოთ მათ.

საკვებად გამოსადეგი წყალმცენარეები

ლამინარია

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
ის უფრო მეტად ცნობილია ზღვის კომბოსტოს სახელით. ლამინარიის ყველაზე დიდი ღირებულება არის ის, რომ შეიცავს იოდს ორგანული ფორმით. ეს საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ყველაზე საინეტრესო ის არის, რომ ლამინარიის შემადგენელი მინერალების ნაკრები ძალიან ჰგავს შემადგენლობით ჩვენს სისხლს.

სპირულინა

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
ეს მიკროსკოპული ძაფისმაგვარი მცენარე შესაძლოა შეგხვდეთ ფხვნილის ან აბების სახით. სპირულინას იყენებენ საკვები დანამატის სახით. ის შეიცავს დიდი რაოდენობიღ ცილას, B, A, PP ჯგუფის ვიტამინებს და ფოლიუმის მჟავას, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს.

არემე

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
მოშავო-მოყავისფერო ფერის წყალმცენარე იყიდება გამომშრალი სახით. ის ხრაშუნა და საკმაოდ სასიამოვნო გემოს მქონეა. მისი დამატება შესაძლებელია ბოსტნეულის რაგუში ან თევზთან. არამე ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, იმუნიტეტის გაძლიერებას და წონის ნორმალიზებას. ხოლო ანტიოქსიდანტების და ფიტოქიმიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის წყალობით ის შეუცვლელია სიმსივნური დაავადებების პროფიალქტიკისთვის.

ვაკამე

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
ამ მოყავისფრო წყალმცენარეს აქვს მოტკბო გემო, რომელიც ისპანახსაც მოგვაგონებს. მას ძირითადად იყენებენ სალათებში და წვნიანებში. მისი რეგულარული მოხმარებისას უმჯობესდება კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობა. ვაკამე ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს და დაგეხმარებათ დეპრესიის გადალახვაშიც კი. მისი განსაკუთრებული ღიებულება კალციუმის დიდი შემცველობა. შესადარებლად გეტყვით, რომ მასში კალციუმის შემადგენლობა 15-ჯერ აღემატება რძის პროდუქტებისას.

კომბუ

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
ეს მუქი მწვანე ფერის წყალმცენარე საკმაოდ პოპულარულია ვეგეტარიანულ სამზარეულოში. ვიტამინების და მინერალების გარდა ის შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ უჯრედისს. გაჟღენთილ ფოთლებს უმატებენ წვნიანებს გემრიელი ბულიონს მისაღებად. ხოლო კომბუს სალათი აუცილებლად უნდა შეაზავოთ სოიოს სოუსით.

არსებობს ოთხი ძირითადი გემო: ტკბილი, მჟავე, მწარე და მარილიანი. გემოს ბუნებრივმა გამაძლიერებელმა (გლუტამინის მჟავა), რომლითაც ასე მდიდარია კომბუ, დაგვეხმარა მეხუთე სახის გემოს გახსნაში – უმამი. ეს არის მაღალი ცილოვანი ნივთიერებების გემო. აი რატომ არის ნაყიდი ძეხვი ასეთი გემრიელი.

ნორი

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
ზღვის კომბოსტოს შემდეგ ის მეორეა პოპულარობით. ნორის ბურცლებში ახვევენ თქვენთვის ასე საყვარელ როლებს. მას ასევე ამატებენ ბრინჯში და ნუდლსში. ნურის თხელი ფოთლები მდიდარია ცილით, ფოსფორით, კალციუმით, A და C ვიტამინით. მისი ხშირი მოხმარება დადებითად მოქმედებს ძვლოვან სისტემაზე და დაგეხმარებათ შლაკებისგან განთავისუფლებაში.

ხიზიკი

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
მას ზღვის ”სპაგეტისაც” უწოდებენ. ეს არის მუქი ყავისფერი ფერის წყალმცენარე, რომელიც ჩვენთან მშრალი სახით ხვდება. ხიზიკის უმატებსნ სალათებს, ამზადებენ ხორცთან ან ლობიოსთან ერთად. კალიუმის და მაგნიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, ის აგვარებს გულ-სისხლძარღვთა სიტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

წყალმცენარეები კოსმეტოლოგიაში

წყალმცენარეებმა საკმაოდ ფართო გამოხმაურება ჰპოვეს კოსმეტოლოგიაშიც. ფხვნილები, გამწოვები და წყალმცენარეების ექსტრაქტები უკვე შეგხვდებათ ბევრ ტანის მოვლის საშუალებების რიგში.

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
ბიოაქტიური ნივთიერებების წყალობით, ის აგვარებს უამრავ კოსმეტოლოგიურ პრობლემას. ისინი აძლიერებენ კოლაგენის და ელასტინის ბუნებრივად გამომუშავების უნარს. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კანის გაახალგაზრდავებას.

წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
წყალმცენარეების სასარგებლო თვისებებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. ბუნებამ ნამდვილად დააჯილდოვა ისინი გასაოცარი სასარგებლო თვისებებით. ამიტომ აუცილებლად ჩართეთ ის თქვენს რაციონში.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
წყალმცენარეების სასარგებლო თვისებები და როგორ შეიძლება მათი გამოყენება
კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მარტივი და ეფექტური საშუალებები