როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან თვალის ფერი და ჯანმრთელობა
ყავისფერი და შავი თვალები
შავი თვალების მქონე ადამიანები ყველაზე ნაკლებად არიან ისეთი დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ, როგორიცაა: ვიტილიგო, კატარაქტა, თვალის და კანის სიმსივნე. გარდა ამისა, რაც უფრო მუქია თვალი, მით უფრო დიდია თქვენი ბუნებრივი თავდაცვა ულტრაიისფერი სხივების მიმართ. თუმცა მუქი ფერის თვალის მქონე ქალბატონები და მამაკაცები უფრო მგრძნობიარეები არიან ტკივილის და შფოთვითი დარღვევების მიმართ.
მწვანე თვალები
მწვანე თვალის ფერის მქონე ადამიანები ნამდვილი იღბლიანები არიან. ისინი ყველაზე ამტანები არიან გაზრდილი შფოთვის და დეპრესიის სხვადასხვა სახეობის მიმართ. მწვანე თვალების მქონე ხალხის ყველაზე გავრცელებული დაავადება თვალის სიმსივნეა. ამიტომ ატარეთ ზისგან დამცავი სათვალე არც ისე ძლიერი მზის სინათლის შემთხვევაშიც.
ცისფერი თვალები
თუ თქვენ ცისფერი თვალები გაქვთ, განსაკუთრებით უნდა მოარიდოთ ის მზის სხივებს. მელატონინის მცირეოდენი რაოდენობაც კი ზრდის თვალის და კანის სიმსივნის განვითარების რისკს. მოერიდეთ ალკოჰოლს. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან, მაგრამ ცისფერი თვალების მქონე ადამიანები ყველაზე მგრძნობიარეები არიან სასმელის მიმართ. ამან შესაძლოა სასმელზე დამოკიდებულაც კი გამოიწვიოს.
გაწითლებული თვალები
ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ ჩაწითლებული თვალები. ასე გვაფრთხილებს ჩვენი ორგანიზმის მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მიზეზი შეიძლება იყოს ალერგია, ზედმეტი მზის სინათლე, თვალის სიმშრალე, მტვერი ან გაციება. ამ დროს კაპილარები ძალიან ფართოვდება და წყდება კიდეც, ხოლო თვალები წითლდება. თვალების დიდი ხნით ჩაწითლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ადრეული დეპრესია.
მოყვითალო თვალები
თუ თქვენ შეამჩნიეთ თვალის მოყვითალო შეფერილობა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ეს ცვლილება შესაძლებელია თირკმელების სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს. რაც უფრო მკვეთრია სიყვითლე, მით უფრო სერიოზულია პრობლემა.
ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს პანიკაში ჩავარდნა ან წინასწარ რაიმე დიაგნოზის დასმა. უბრალოდ გაითვალისწინეთ ეს რჩევები და დროულად მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!