ავოკადოსა და კრევეტების ტრადიციულ კომბინაციას დავამატე პარმეზანის ყველი და ჩემი უსაყვარლესი რუკოლა. საბოლოო ჯამში მივიღე ფერადი, მიმზიდველი და უგემრიელესი სალათი, რომელმაც გულგრილი არ დატოვა არცერთი სტუმარი.
ავოკადოს და კრევეტის სალათი
დაგჭირდებათ:
- კრევეტები 400 გრ.
- ავოკადო 1 ცალი
- პომიდორი ჩერი 7 ცალი
- რუკოლა 1 კონა
- პარმეზანი 20 გრ.
- ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ.კ.
- ნიორი 1 კბილი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაასუფთავეთ და მოხარშეთ კრევეტები. ავოკადო დაჭერით კუბიკებად.
- თითოეული პომიდორი გაჭერით ოთხ ნაწილად. რუკოლა კარგად გარეცხეთ და დააქუცმაცეთ.
- სალათისთვის მოამზადეთ სოუსი: ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და ნიორი გადაურიეთ ერთმანეთს. მარილი უქენით გემოვნებით. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ კამა, ფრანგული მდოგვი და თაფლიც კი.
- ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთს და მოასხით სოუსი. ზევიდან დაახეხეთ პარმეზანის ყველი.
ამ სალათისთვის სოიოს და ლიმონის წვენის სოუსიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში გემო ბევრად მძაფრი ექნება. ეს სალათი გაამრავალფეროვნებს თქვენს რაციონს, გახდება ცილის, ვიტამინების და მიკროელემენტების საბადო.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.