Contents
ეს არის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი ნებისმიერი შემთხვევისთვის. ასეთი ყველი შესანიშნავად დნება და ფასით 3-ჯერ ნაკლები გამოდის. სცადეთ თქვენც და დამიჯერეთ არ ინანებთ.
დაგჭირდებათ:
- რძე 1 ლ.
- მარილი 1 ჩ.კ.
- ნაღების კარაქი 15 გრ.
- მაგარი ყველი 200 გრ.
- სიმინდის სახამებელი 6 ს.კ.
მომზადების წესი:
- დადგით რძე ნელ ცეცხლზე ქვაბით.
- როგორც კი ცოტა შეცხელდება, დაუმატეთ მარილი და კარაქი.
- მოურიეთ ხელის სათქვეფით და ხარშეთ ნელ ცეცხლზე სანამ ყველაფერი არ გადნება.
- წვრილად გახეხეთ ყველი და ნახევარი ჩაყარეთ ქვაბში.
- ამის შემდეგ ჩაყარეთ სიმინდის სახამებელი და მოურიეთ აქტიურად. ხარშეთ რძისა და ყველის ნაზავი ერთი მთლიანი მასის მიღებამდე.
- ბოლოს დაუმატეთ დარჩენილი ყველი და მოურიეთ გასქელებამდე. უნდა მიიღოთ თხევადი ცომის მაგვარი მასა.
- მიღებული მასა გადაიტანეთ რძის შეფუთვაში. (უნდა მოაჭრათ თავი. იხ. ფოტო)
- შედგით მაცივარში და დატოვეთ 4-6 საათი. მზად არის! დატკბით მიღებული შედეგით.
ყველი გამოდის საკმაოდ მკვრივი ტექსტურის და მოტკბო არომატის. როგორც გითხარით, მისი გამოყენება მრავალმხრივ შეგიძლიათ.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.