დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, როცა ხალხური და თანამედროვე მედიცინა გაერთიანებულია. ამ ორის ურთიერთქმედებისას შესაძლოა მივიდეთ გამოუსწორებელ შედეგებამდეც კი. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ჯანმრთელობისთვის სახიფათო რამოდენიმე ხალხურ საშუალებას.
ექინაცეა
დავიწყოთ ერთი შეხედვით უვნებელი სამკურნალო მცენარით. მის ნაყენს ხშირად იყენებენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მას ასევე იპოვით უამრავი ანტივირუსული საშუალების შემადგენლობაში. ეს ბალახი საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსებს და ბაქტერიებს. ხშირად სწორედ ამ მიზნით ზრდიან მას ბაღში.
თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ექინაცეა არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს ავტოიმუნური დაავადებები, ტუბერკულოზი და აივ ინფექციები. თუ თქვენ იღებთ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტს, ექინაცეას მიღება ამ დროს სასტიკად აკრძალულია. ამ კომბინაციამ შესაძლოა საშინლად დააზიანოს ღვიძლი.
ვიტამინები
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვიტამინების მიღება საკმაოდ სახიფათოა. მაგალითად, თუ დღევანდელ დღეს პოპულარული D ვიტამინის მიღების დოზას გადააჭარბებთ, ამ დროს ზიანდება გული და ღვიძლი. ხოლო B6 ვიტამინის ზედმეტი დოზის მიღებას მოჰყვება ინტოსქიკაცია და კოორდინაციის დარღვევა.
კრაზანა
თუ მას მიიღებთ რამოდენიმე მედიკამენტთან ერთად, არსებობს რისკი იმისა, რომ გაიუარესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გადაეყაროთ დაუგეგმავ ორსულობას.
ადრე კრაზანას ხშირად იყენებდნენ ყელის და სასუნთქი გზების სამკურნალოდ, მაგრამ თანამედროვე გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს არც თუ ისე მარტივი მცენარეა. ის საგრძნობლად ამცირებს შემდეგი მედიკამენტების მოქმედებას: ასთმის, ჩასახვის საწინააღმდეგო და ანტიდეპრესანტები.
შინაურული სახის ნიღბები
რა რა და სილამაზის შესანარჩუნებელი რეცეპტები ბევრ რამეში ნამდვილად კარგია. კოსმეტოლოგებს ძალიან მოსწონთ სხვადასხვა ნატურალური ნიღბები. თუმცა არ ღირს მათი გამოყენება ჭრილობის შეხორცების მიზნით, რადგან შესაძლოა ასე საკმაოდ სერიოზული ინფექცია შეიტანოთ.
აქტივირებული ნახშირი
ის ყველა აფთიაქში იყიდება და ვფიქრობ უმეტესობას აქვს სახლში. რისთვის აღარ იყენებენ: მოწამვლის სამკურნალოდ, მეტეორიზმის, ყაბზობის და ოტახის მცენარეებისთვისაც კი სოკოს საწინააღმდეგოდ. მას ასევე რეკომენდაციას უწევენ დეტოქსიკაციისთვის და გასახდომად. ეს შეიძლება სახიფათო იყოს ორი მიზეზის გამო: გაუწყლოება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა. საქმე იმაშია, რომ ნახშირი იწოვს სასარგებლო ნივთიერებებსაც.
პირის ღრუს სავლები
მას ხშირად არა მხოლოდ სავლებად, არამედ ყელის ანთების წინააღმდეგ და ჭრილობის დასამუშავებლად იყენებენ. პირველ რიგში გეტყვით, რომ აგრესიული ნივთიერებები უფრო აღიზიანებს და ვნებს ლორწოვან გარსს. მეორე ის, რომ პირის ღრუს სავლები არ არის ეფექტური უამრავი ბაქტერიის წინააღმდეგ. (მაგალითად სტრეფტოკოკი)
მონეტები, ასანთის ღერი და უამრავი წვრილმანი
ადრე მტკივან ადგილზე შეეძლოთ მონეტის მიდება. მაგალითად: ”კურნავდნენ” ჭიპის თიაქარს ახალშობილებს. თუმცა დღევანდელ დღეს ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორ ვარჯიშს, დიეტას და ვარჯიშებს ბევრად ეფექტურად შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება.
დედის რძე
მას თხევად ოქროსაც უწოდებენ. ის ახალშობილებისთვის ნამდვილად კარგია, მაგრამ მოზრდილების შემთხვევაში მას მივყავართ შებერილობამდე და დარღვევებამდე. მისი მიღება ასევე არ არის რეკომენდირებული გამონაყარის, დამწვრობის და კონიუქტივიტის სამკურნალოდ. მთავარი მიზეზი ის არის, რომ დედის რძე ძალიან მალე ფუჭდება და შესაძლოა გახდეს ბაქტერიების ბუდე.
აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი ზალიან ეფექტურია! ის ძალიან მალე აღადგენს დაზიანებულ თმას და მკურნალობს შეკრულობას. თუმცა მას შეუძლია ძალიან დააზიანოს ფეხმძიმე ადამიანი და მომავალში ნაყოფიც. ამ საშუალების გამოყენებასაც არ გირჩევთ ექიმთან რეკომენდაციის გარეშე.
ნერწყვი
ჩვენი ნერწყვი ნამდვილად ფლობს მსუბუქ სადეზინფექციო თვისებას, პირველ რიგში ჩვენთვის. თუმცა მისი გამოყენება არ შეიძლება პატარა ნაკაწრის დროსასც, განსაკუთრებით ბავშვისთვის. ბაქტერიები მაინც ბაქტერიებია და ჯობია გამოიყენოთ ანტისეპტიკური საშუალებები.
არ შეიძლება, რომ არ დავაფასოთ ალტერნატიული მედიცინა. ბევრი ხალხური საშუალება ახდენს ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას. აი რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან კონსულტაცია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ხალხურ საშუალებებზე, უბრალოდ ყველაფერში სიფრთხილის და ზომიერების გამოცენაა საჭირო.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!