სადღესასწაულო სალათები: 3 საუკეთესო რეცეპტი

სადღესასწაულო სალათები: 3 საუკეთესო რეცეპტი

ალბათ ყველას უყვარს სადღესასწაულო მაგიდასთან შეკრება ახლობლებთან, მეგობრებთან ან ოჯახს წევრებთან ერთად. ზოგს ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი სჭირდება, მაგრამ ზოგისთვის ჩვეულებრივი დღეც შეიძლება გახდეს შეკრების მიზეზი.

დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სტუმართმოყვარეობა ძალიან კარგი თვისებაა. ის ყოველთვის დიდი სიხარულით ელოდა სტუმრებს და მათ მოლოდინში აკეთებდა თავის სამ განთქმულ სალათს. სწორედ მათ რეცეპტებს გაგიზიარებთ დღეს. ერთ-ერთი მათგანი ძალიან უბრალო პროდუქტებისგან შედგება და არც მაიონეზი აქვს, მაგრამ მის გემოს უბრალოდ ვერ დაივიწყებთ.

სადღესასწაულო სალათები

”სალათი ქალბატონებისთვის”

ამ სალათის პიკანტური გემო დაიპყრობს თქვენი სტუმრების გულს.

სადღესასწაულო სალათები: 3 საუკეთესო რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 500 გრ. ქათმის ფილე
  • 1 ქილა ანანასის კონსერვი
  • 150 გრ. მაგარი ყველი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 5 ს.კ. მაიონეზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით კუბიკებად.
  2. ანანასი ამოიღეთ წვენიდან და დაჭერით კუბიკებად.
  3. გახეხეთ ყველი საშუალო დონეზე.
  4. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ჭურჭელში, დააჭყლიტეთ ნიორი, მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ მარილი.

სალათი ქაშაყით და მაიონეზით

ეს სალათი გახდება ”შუბას” შესანიშნავი ალტერნატივა.

სადღესასწაულო სალათები: 3 საუკეთესო რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ცალი ქაშაყი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 სახის მდნარი ყველი (70-70 გრ)
  • 3 ცალი მჟავე კიტრი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 0,5 ქილა მწვანე ბარდა
  • 350 გრ. მაიონეზი

მომზადების წესი”

  1. მოხარშეთ კარტოფილი და გახეხეთ მსხვილად. დადეთ სალათის ძირზე და წაუსვით მაიონეზი. (მაიონეზი უნდა წაუსვათ ყველა ფენას შორის.)
  2. ქაშაყი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად. (ეს იქნება მეორე ფენა)
  3. დაანაკუწეთ ხახვი და მოათვსეთ თევზის ფენის შემდეგ.
  4. წაუსვით სახეხს მცენარეული ზეთი და ისე გახეხეთ მდნარი ყველი. (ეს იქნება 4-ე ფენა)
  5. გახეხეთ მჟავე კიტრი და კვერცხი, დაადეთ ყველს.
  6. ზევიდან მორთეთ მწვანე ბარდით.

სალათი მაიონეზის გარეშე, მსხლით და შებოლილი ქათმით

ეს რეცეპტი იდეალურად ავსებს ყველა დანარჩენ კერძს და განსაკუთრებით მოეწონებათ სწორი კვების მოყვარულებს.

სადღესასწაულო სალათები: 3 საუკეთესო რეცეპტი
დაგჭირდებათ:

  • 500 გრ. შებოლილი ქათმის ხორცი
  • 500 გრ. ჩინური კომბოსტო
  • 1 ცალი მსხალი
  • 60 გრ. ბერძნული კაკალი
  • 5-6 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 3 ჩ.კ. ფრანგული მარცვლოვანი მდოგვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დაჭერით ქათამი, კომბოსტო და მსხალი.
  2. დაანაკუწეთ დანით ბერძნული კაკალი.
  3. შესაკმაზად ცალკე ჯამში აურიეთ მდგოვის მარცვალი, ზეთი, პილპილი და მარილი.
  4. გადაურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოასხით საკმაზი.

აირჩიეთ ნებისმიერი რეცეპტი და სასიამოვნოდ გააკვირვეთ თქვენი მეგობრები. შეგიძლიათ სამივე მათგანი ერთად მოამზადოთ და გაალამაზოთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია