გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით

ფეხის ჭარბი ოფლიანობა და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო სუნი საკმაოდ დელიკატური პრობლემაა. მას შეუძლია ყველაზე თვითდაჯერებულ ადამიანსაც კი შეუქმნას დიდი დისკომფორტი. დღეს ჩვენ გაგაცნობთ თუ როგორ უნდა მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით.

გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებითდროთა განმავლობაში ყველაზე ხარისხიან ფეხსაცმელსაც კი უჩნდება სპეციფიკური სუნი. მართალია ჯობია თავიდანვე სპეციაური დეოდორანტის ან ტალკის მოხმარება, მაგრამ ამას ძირითადად არავინ აკეთებს. თუ თქვენ მარტივ გამოსავალს ეძებთ, ამაში ყავის ნალექი დაგეხმარებათ. ყავას აქვს ღვთაებრივი სურნელი და ამიტომ მას ეფექტურად იყენებენ ყოველდღიურობაში სხვადასხვა დანიშნულებით.

გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით

როგორ განვთავისუფლდეთ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნისგან

ყავის ნალექი ხომ ყველას გვრჩება მოდუღების შემდეგ. გამოყენებამდე აუცილებელია მისი გაშრობა. გამშრალი ნალექი ჩაყარეთ ფეხსაცმელში და დატოვეთ გარკვეული პერიოდი. რამოდენიმე საათის შემდეგ უბრალოდ გადმოყარეთ და კარგად გაბერტყეთ ფეხსაცმელი. ყავის ნალექი აქრობს სუნს და შთანთქავს ტენიანობასაც კი.

გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით

კიდევ რისთვის შეგვიძლია ყავის ნალექის გამოყენება?

ყინვასთან ბრძოლა

2021 წლის დასაწყისში უკრაინაში, კერძოდ კი ლვოვში ყინვაგამძლე საშუალებები ჩაანაცვლეს ყავის ნალექით. ის არა მხოლოდ იაფი, არამედ ეკოლოგიურად სუფთაა და აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს. გარდა ამისა ის ეფექტურად ებრძვის ყინულს და თოვლს, არანაკლებ სპეციალური საშუალებებისა.

გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით

ამ საკითხში უკრაინამ გაიზიარა ევროპული გამოცდილება. ეს ტექნიკა იქ დიდი ხანია დანერგილია, თუმცა ჯერ მხოლოდ მცირე მაშტაბით.

კანის მოვლა

ყავაზე დამზადებულმა კოსმეტიკამ უკვე დიდი ხანია დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. ის არბილებს კანს და აქვს მატონიზირებელი ეფექტი, ამცირებს ასაკობრივ ცვლილებებს. ყავაზე დამზადებული სკრაბი ეფექტურად ებრძვის ცელულიტს, ხოლო ყავის ექსტრაქტზე დამზადებული ზეთი კანს ხდის ელასტიურს. სახის კრემი ეფექტურად ებრძვის პიგმენტაციას და კანის ფერს აუმჯობესებს.

გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით

სასუქი

ყავის ნალექისგან გამოდის არაჩვეულებრივი სასუქი მცენარეებისთვის. ის განსაკუთრებით კარგია ყვავილებისთვის და ხეხილის ხეებისთვის. ყავა ზრდის ნიადაგის მჟავიანობას და აფრთხობს მავნებლებს.

გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით

ჭურჭლის სარეცხი საშუალება

საოცარია, მაგრამ ყავის ნალექით ჭურჭლის გარეცხვაა შესაძლებელი. თავისი უხეში სტრუქტურის წყალობით ის ეფექტურად აშორებს მიმხმარ ჭუჭყს და საკვების ნარჩენებს. მისი გამოყენება შეგიძლიათ სოდის და საყოფაცხოვრებო ქიმიის მაგივრად, ტაფების და ქვაბების გასარეცხად.

გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით

მარკეტებში უამრავი ქიმიური სარეცხი საშუალებაა, მაგრამ რატომ უნდა გამოიყენოთ ის, როცა არსებობს ბევრად იაფიანი და თან ეფექტური საშუალება.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
გაიგეთ, როგორ მოაშოროთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი ყავის დახმარებით
მკურნალი წაბლის ყვავილი. ამ საშუალების წყალობით საკმაოდ მძიმე დაავადებებს მკურნალობდნენ…