როგორ გადავარჩინოთ ია: 3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი მცენარე კვდება!

როგორ გადავარჩინოთ ია: 3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი მცენარე კვდება!

დიდი ხნის წინ დავიწყე იების შეგროვება და გავავსე ფანჯრის რაფები. ისე მახარებდნენ ეს ულამაზესი პატარა ყვავილები, მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ჩემი ბედნიერება. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორ უნდა გადამერჩინა ისინი, მაგრამ ეხლა ასეთ რამეს უბრალოდ აღარ დავუშვებ.

როგორც აღმოჩნდა ამ ფაქიზი მცენარის დაღუპვა საკმაოდ სწრაფად ხდება. დღეს გიამბობთ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თავიდან აიცილოთ თქვენი საყვარელი მცენარეების დაკარგვა.

როგორ გადავარჩინოთ ია: 3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი მცენარე კვდება!

როგორ გადავარჩინოთ ია დაღუპვას

გაცვეთილი ფოთლები

თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი იის ფოთლები გაუფერულდა და დაკარგა ცოცხალი ფერი, დიდი ალბათობით ის საჭიროებს მორწყვას. შეამოწმეთ ნიადაგი ქოთანში: მშრალი ნიადაგი მაშინვე უნდა დაატენიანოთ. აი თუ მიწა მაინც ნოტიოა ე.ი. თქვენ გადაამეტეთ წყლის რაოდენობა. ზედმეტი მორწყვის შემდეგ ფესვები უბრალოდ ვერ ასწრებენ წყლის ათვისებას და იწყებენ ლპობას. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მორწყვა და ისეთ ადგილზე გადადგით ქოთანი, რომ მოახერხოს ამოშრობა.

როგორ გადავარჩინოთ ია: 3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი მცენარე კვდება!

მშრალი ფოთლები

არაფერი ისე არ მეტყველებს იის ცუდად ყოფნაზე, როგორც გამომშრალი ფოთლები. ასე მაშინ ხდება, როცა თავის გადასარჩენად მცენარე სითხეს ფოთლებს აწვდის. ამ შემთხვევაში მცენარის გადარჩენა ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ ცდად ღირს. დაიწყეთ მისი რეგულარული მორწყვა.

როგორ გადავარჩინოთ ია: 3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი მცენარე კვდება!

ღეროების გაშავება

თუ თქვენს მცენარეს დაეწყო ღეროების გაშავება ე.ი. ის სოკოთი დაავადდა. მცენარეს ჭირდება გადაუდებელი დახმარება! ამოიღეთ ის ქოთნიდან და გაასუფთავეთ ფესვები მიწისგან. კარგად გასუფთავების შემდეგ გადაიტანეთ ახალ ნიადაგში.

როგორ გადავარჩინოთ ია: 3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი მცენარე კვდება!

როგორც აღმოჩნდა მაშინ ჩემი მცენარეები სწორედ სოკოს გამო გამინადგურდა. არასდროს გადადოთ გვერდით და მაშინვე მიხედეთ მცენარეს, რომ ჩემი ბედი არ გაიზიაროთ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
როგორ გადავარჩინოთ ია: 3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი მცენარე კვდება!
thumb
სიმინდის ფუჩეჩის სასარგებლო თვისებები