ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა ყოველთვის უნდა აკონტროლონ წნევის მაჩვენებელი. ეს სერიოზული პათოლოგიაა, რომელიც შესაძლოა გახდეს უამავი დაავადევის მიზეზი, მაგალითად: გულის, ტვინის, თირკმელების და სხვა ორგანოების. მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ უნდა შეამციროთ მაღალი წნევა და ამიტომ გაგაცნობთ რამოდენიმე ბოსტნეულს, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.
საკმარისია ამ ხუთეულის ჩართვა თქვენს ყოველდღიურ რაციონში და სულ მალე შეამჩნევთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბოსტნეული ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიპერტონიკების მენიუში. ექიმები დღეში 3-ჯერ სალათების მირთმევას უწევენ რეკომენდაციას. თუმცა ფრთხილად იყავით საკმაზების გამოყენებისას. ზეითუნის ზეთიც კი მავნებლად ითვლება, როცა მას დიდი რაოდენობით ვიღებთ. თუმცა იოგურტი ან დაბალ ცხიმიანი არაჟანი სწორედ ისაა რაც გჭირდებათ.
რომელი ბოსტნეული გვეხმარება მაღალი წნევის შემცირებაში
1. ნიახური
ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ მას წნევის დასარეგულირებლად. ნიახური მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, რომელიც დადებითად მოქმედებს წონაზე და მთლიანი ორგანიზმის მდგომარეობაზე. ის ადუნებს სისხლძარღვების კედლების კუნთებს, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ასევე ამცირებს განმეორებითი სპაზმების რისკს.
ნიახურის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, რომელიც ხეს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას. საკვებში შეგიძლიათ ნიახურის ბოლქვის გამოყენებაც. დღე-ღამის განმავლობაში დღიური დოზა 100 გრამს წარმოადგენს. მაინც ფრთხილად უნდა იყოთ ზედმეტის მიღებისგან.
წნევის დასაწევად სასარგებლოა ნიახურის წვენიც, რომელიც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ სახლის პირობებში. ამისთვის დაასველეთ 2-3 წუთით ნიახურის ღეროები ცივ წყალში, შემდეგ კარგად გარეცხეთ და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსაწმენდით. დაანაკუწეთ და მოათავსეთ წვენსაწურში.
2. ისპანახი
შვეიცარიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ისპანახი შეუცვლელია ჰიპერტონიის დროს. ეს პროდუქტი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით და ფოსფორით. სწორედ ეს ელემენტები მონაწილეობენ გულის მუშაობის ნორმალიზებაში და სისხლძარღვების გამაგრებაში.
ისპანახს შეუძლია შეამციროს თირკმელების დატვირთვა მარილის ჭარბი რაოდენობით მიღების შემდეგ. ეს ამსუბუქებს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
3. სტაფილო
სტაფილო ყველაზე პოპულარული ხალხური საშუალებაა არტერიული ჰიპერტენზიის დროს. გარდა ამისა ის აღადგენს ათეროსკლეროზის შედეგად დაზიანებულ სისხლძარღვებს. ეს ბოსტნეული ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ზოგად მდგომარეობას. თუ თქვენ რეგულარულად მიიღებთ სტაფილოს წვენს ან ცოცხალ სტაფილოს, ეს ხელს შეუწყობს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც დაგიცავთ ინსულტის განვითარებისგან.
4. ხახვი
კიდევ ერთი ბოსტნეული, რომელიც შედის საუკეთესო ხუთეულში მაღალ წნევასთან გასამკლავებლად. თუ თქვენ შეამჩნევთ დაავადების ნიშნებს, მაშინ ჩართეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში ორი თავი ხახვი. სასურველია გარკვეული ნაწილის ცოცხალი სახით მიღება.
5. ჭარხალი
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა ჭარხლის წვენი სასარგებლოა ჰიპერტონიის სიმპტომებისას. ექსპერიმენტი ჩაატარეს პაციენტთა ჯგუფზე და დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ გაუმჯობესდა სისხლძარღვების ელასტიურობა. ჭარხალი ანელებს დაავადების განვითარებას. ყველაზე ეფექტურია ახლად დაწურული ჭარხლის წვენი. თუ გაქვთ კუჭთან დაკავშირებული პრობლემა, გირჩევდით კონსულტაციის გავლას ექიმთან.
რაღა თქმა უნდა მხოლოდ ბოსტნეული საკმარისი არაა. სასურველია სწორი კვების რეჟიმის დაცვა და ორგანიზმის ტონუსის შენარჩუნება. ასევე ძალიან კარგია ფიზიკური აქტივობით დაკავება.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!