სულ მალე დაიწყება საახალწლო და კორპორატიული წვეულებების პერიოდი. როგორ ყოველთვის, საზეიმო სუფრაზე იქნება უამრავი ტკბილეული, ცხარე და მსუყე კერძები. რაღა თქმა უნდა არცერთი წვეულება არ ჩაივლის ალკოჰოლური სასმელის გარეშე.
როგორც იცით ცხიმიანი და ცხარე საკვები ძალიან დიდ დატვირთვას ახდენს საკვების მომნელებელ სისტემაზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, თუ რას მიირთმევთ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად. სპირტიან სასმელთან ურთიერთქმედებისას შესაძლოა სავსებით უწყინარმა პროდუქტმაც კი გამოიწვიოს მოწამვლა ან რაიმე სხვა პრობლემა. ამ სტატიაში უფრო ვრცლად გაგაცნობთ ასეთი პროდუქტების ჩამონათვალს.
რომელ პროდუქტებთან ერთად არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება
1. ყავა
ძალიან ბევრი ადამიანი სასმელის მიღების შემდეგ სვავს ყავას. გირჩევთ ამ ჩვევაზე უარი თქვათ, რადგან სასმელის შემდეგ ყავის მიღება ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის. ალკოჰოლური სასმელი საკმაოდ ანელებს ნერვული სისტემის მუშაობას ყავა კი პირიქით, ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობის სტიმულირებას. ყავა ანელებს თრობის შეგრძნებას, მაგრამ რეალურად არ ანეიტრალებს სასმელის მოქმედებას. არის იმის საშიშროება, რომ ადამიანმა ამ დროს ზომაზე ბევრად მეტი სასმელი მიიღოს და ამას ნამდვილად არ ექნება კარგი შედეგი.
2. ციტრუსები
ძალიან ბევრ სუფრაზე შეხვდებით კერძებს ლიმონთან ერთად. ასევე შეხვდებით ფორთოხალს და მანდარინს. ალკოჰოლისა და ციტრუსის კომბინაცია ძალიან ბევრი ადამიანისთვისაა სასურველი, რადგან ეს მართლაც საკმაოდ გემრიელია. თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ პროდუქტებზეც უარის თქმაა საჭირო. საქმე იმაშია, რომ ციტრუსების მჟავიანობამ ალკოჰოლის გარეშეც შესაძლოა გამოიწვიოს საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები და ალკოჰოლთან ერთად ამ პრობლემს წარმოქმნის შანსი მხოლოდ იზრდება. ციტრუსების ჩანაცვლება ბანანით შეგიძლიათ. ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც ხელს შეუშლის ორგანიზმის გაუწყლოებას და დაიცავს მას ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან.
3. მარილიანი საკვები
როგორც იცით საკვები ანეიტრალებს ალკოჰოლის ზემოქმედებას. თუმცა მარილიანი საკვების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ის იწვევს წყურვილის სურვილის გაძლიერებას და ამის გამო სულ უფრო მეტი სასმელის მიღების სურვილი ჩნდება. გარდა ამისა მარილიანი საკვები ხელს უწყობს ორგანიზმის გაუწყლოებას და წარმოიდგინეთ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად რამდენად დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს.
4 დესერტები
თუ გადაწყვეტთ ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ ან მასთან ერთად დესერტის მიღებას, შესაძლოა თავი შეუძლოდაც კი იგრძნოთ. საქმე იმაშია, რომ ხშირად დესერტებს უმატებენ არც თუ ისე მაღალი ხარისხს ალკოჰოლს, რაც გააორმაგებს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედებას. ეცადეთ აარჩიოთ ისეთი დესერტი, რომელიც შეიცავს რძეს ან რძის პროდუქტებს. ეს შეამცირებს ღვიძლის დატვირთვას და თავიდან აგარიდებთ ალკოჰოლთან დაკავშირებულ ქიმიურ რეაქციებს.
5. მწარე სოუსი
ალკოჰოლური სასმელი და ცხარე კერძი ნამდვილად ცუდი კომბინაციაა. მწარე საკვები ან სოუსი ისედაც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ეს ეფექტი ძლერდება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულძმარვა, სიმძიმის შეგრძნება და უარეს შემთხვევაში მოწამვლაც კი. ამასთან ერთად აძლიერებს თრობის ეფექტს.
6. ცოცხალი პომიდორი
აბსოლუტურად ყველა სუფრაზე შეხვდებით პომიდვრის სალათს ან უბრალოდ ცოცხალ პომიდორს. ალკოჰოლთან ურთიერთქმედებისას პომიდორმა შესაძლოა გამოიწვიოს საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ან მეტეორიზმი. ამის მიზეზი არის მის შემადგენლობაში მყოფი ორგანული მჟავები. ისინი უბრალოდ არ გადამუშავდება ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს.
7. კიტრის მარინადი
გაგიკვირდებათ და კიტრის მარინადი ალკოჰოლთან ერთად მავნებელია თქვენი ორგანიზმისთვის. ამის მიზეზი არის ძმარი, რომელიც მისი მომზადებისას გამოიყენება. ის ანელებს ალკოჰოლის გადამუშავების პროცესს, რაც ნეგატიურად მოქმედებს პირველ რიგში თირკმელებსა და ღვიძლზე. უმჯობესია ის ჩაანაცვლოთ მჟავე კომბოსტოთი.
8. შოკოლადი
ნამდვილად ძნელია თავის შეკავება მაშინ როცა წინ გვიდევს შოკოლადის ტორტი ან თუნდაც შოკოლადი. რაღა თქმა უნდა შეგიძლიათ მათი მიღება, მაგრამ არა ალკოჰოლთან ერთად. საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქტები შეიცავს კაკაოს და კოფეინს. ეს ნივთიერებები უფრო მეტ დატვირთვას მოახდეს ისედაც დატვირთულ კუჭქვეშა ჭირკვალზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სპაზმი და მუცლის ძლიერი ტკივილი.
9. ნესვი და საზამთრო
ნესვი და საზამთრო ვის არ უყვარს, მაგრამ მათი მიღება სასმელთან ერთად ნამდვილად არაა რეკომენდირებული. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს. ამ შემთხვევაში ორგანიზმი ჯერ გლუკოზის ათვისებას იწყებს მაშინ, როცა პარალელურად დატვირთულია სპირტის ტოქსინებით.
ყოველთვის ეცადეთ სწორად აირჩიოთ ალკოჰოლურ სასმელთან მისაყოლებელი პროდუქტი. ასე ორგანიზმს თავიდან აარიდებთ ბევრად დიდი ზიანის მიყენებას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!