იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ…

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

 

იტვირთება

იმუნიტეტის გაძლიერებაზე ფიქრს ძირითადად წელიწადის ცივ დროს ვიწყებთ. ეს საკითხი განსაკუთრებით პოპულარული მიმდინარე პანდემიის დროს გახდა. როცა ვსაუბრობთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, პირველ რიგში გვახსენდება ამოსოვის პასტა. საუბარია თაფლის, კაკლის და ჩირის ნაზავზე. დარწმუნებული ვარ უმეტესობას გსმენით მის შესახებ.

სამწუხაროდ ამოსოვის პასტა შეიცავს ალერგენ პროდუქტებს, რომელიც ალერგიული ადამიანებისთვის სახიფათოა. საბედნიეროდ იმუნიტეტის გასაძლიერებლად არსებობს სხვა ნატურალური საშუალებაც, რომელიც შედგება აბსოლუტურად უვნებელი ინგრედიენტებისგან. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რეცეპტს და გასწავლით მისი მომზადების წესს.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალების რეცეპტი

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

ამოსოვის პასტისგან განსხვავებით, ეს საშუალება ბევრად კარგად მოქმედებს იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ის შედგება ლიმონისგან, ლაიმისგან და კოჭას ფესვისგან.

ლიმონისა და ლაიმის სასარგებლო თვისებები. რა განსხვავებაა მათ შორის?

ძალიან ბევრი ადამიანისთვის ლიმონი და ლაიმი ერთი და იგივეა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციტრუსები უახლოესი ნათესავები არიან, ორგანიზმზე მათი მოქმედება აბსოლუტურად სხვადასხვაა.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

ლაიმი 5-ჯერ მეტი რაოდენობის С ვიტამინს შეიცავს, არადა ამ მხრივ ლიმონი ითვლება ყველაზე მდიდარ პროდუქტად. გარდა ამისა ლაიმი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აღდგენისთვის.

ლიმონი კი შეიცავს ბევრად მეტ ორგანულ მჟავებს, პექტინს და С, В, РР, Е ჯგუფის ვიტამინებს. ის ბევრად უკეთესად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ამ ორი ციტრუსის კომბინაცია ორგანიზმისთვის და იმუნიტეტისთვის სასწაულებრივად სასარგებლოა.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

კოჭას სასარგებლო თვისებები

ძალიან ცოტამ თუ იცი, რომ კოჭას ფესვი შეუცვლელია საკვებით მოწამვლის, ღებინების და დაღლილობის დროს. ის კომპლექსურად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას: აძლიერებს იმუნიტეტს, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ებრძვის ბაქტერიულ დაავადებებს და ხელს უწყობს სითბოს გამომუშავებას. ეს კიდევ არ არის კოჭას სასარგებლო თვისებების სრული ჩამონათვალი.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

იტვირთება

როგორ მოვამზადოთ იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალება?

დაგჭირდებათ:

  • 5 ცალი ლიმონი
  • 1 ცალი კოჭას ფესვი
  • 3 ცალი ლაიმი
  • 1,5 კგ. შაქარი

გაითვალისწინეთ! ციტრუსებისა და კოჭას საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 1 კილოგრამს, რადგან პროპორციულად 1,5 კგ. შაქარი მიდის 1 კგ. ციტრუსისა და კოჭას ნაზავთან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მიღებული ნაზავის შენახვის ვადა გაიზარდოს. მისი შენახვა აუცილებელია მაცივარში.

მომზადების წესი:

მოამზადეთ ინგრედიენტები: გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად, რათა მარტივი იყოს მათი გატარება. არ მოაცილოთ ციტრუსს კანი.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

შაქრის გარდა ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ გასატარებელ მანქანაში.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

მიღებულ მასას დაუმატეთ შაქარი და დადგით 2 საათით შაქრის კრისტალების ბოლომდე გასადნობად.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

გადაიტანეთ ნაზავი გასტერილებულ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ...

ეს უნივერსალური საშუალება შეგიძლიათ მიიღოთ ჩაისთან ერთად ან გააკეთოთ მისგან გამაგრილებელი სასმელი. მისი გამოყენება ფუნთუშებშიც კი შეგიძლიათ, რადგან С ვიტამინი არ კარგავს თავის თვისებებს თერმული დამუშავების შემდეგაც. მე მაინც გირჩევთ მიიღოთ ეს საშუალება ცოცხალი სახით – დღეში 1-2 ჩ.კ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნატურალური საშუალება. რეცეპტი იხილეთ აქ…
ამ საკვების რაციონიდან ამოღება აუცილებელია! ის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული დაავადების გამომწვევი მიზეზია !