კურკუმას ნიღაბი და ზეთი სახის კანისთვის

კურკუმას ნიღაბი და ზეთი სახის კანისთვის

კურკუმა აზიური სანელებელია, რომელიც საკმაოდ ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. მას ტყუილად არ უწოდებენ ოქროს სანელებელს. დაფქულ კურკუმას ფესვს აქტიურად იყენებენ კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში და როგორც ბუნებრივ საღებავს. კურკუმა კოსმეტოლოგიაშიც საკმაოდ ცნობილია. ნაყენით შესაძლებელია კანის გაწმენდა, ხოლო ნიღაბით შესაძლებელია კანის გაახალგაზრდავება.

კურკუმას ნიღაბი და ზეთი სახის კანისთვის

ფესვი მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო მოქმედებს ორგანიზმზე ასე დადებითად. მის შემადგენლობაში არის ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი – კურკუმინი. სწორედ მისი წყალობითაა შესაძლებელი შესანიშნავ ფორმაში დარჩენა და გაახალგაზრდავება.

კურკუმას ნიღაბი

რეცეპტების უმეტესობაში გვირჩევენ, რომ კურკუმა გავხსნათ წყალში. მისგან აკეთებენ ჩაის ან უბრალოდ უმატებენ ცოტაოდენ რაოდენობას დილით ერთ ჭიქა წყალში. ასე თქვენ იღებთ წყალში ხსნად ვიტამინებს В6, С და მაგნიუმს. თუმცა მისი მთავარი ღირებული შემადგენელი ნაწილი კურკუმინი, არის ცხიმში ხსნადი ნივთიერება.

კურკუმას ნიღაბი და ზეთი სახის კანისთვის

კურკუმინის ძირითადი თვისებები:

ძლიერი ანტიქსიდანტი – ორგანიზმში მოხვედრისთანავე აიძულებს უჯრედებს ანტიოქსიდანტური ფერმენტების გამომუშავებას, რომელიც ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს.

ბუნებრივი იმუნომოდულატორი – ზრდის ორგანიზმის შეწინააღმდეგების უნარს სხვადასხვა დაავადების მიმართ.

ანთების საწინააღმდეგო საშუალება – ძალიან სწრაფად აქრობს სხვადასხვა ანთებით პროცესს, რომელსაც სწრაფი დაბერების ერთ-ერთ მიზეზად თვლიან.

ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს – ბლოკავს და კლავს სიმსივნურ უჯრედებს. მას სარზევე ჯირკვლის სიმსივნის პროფილაქტიკისთვისაც იყენებენ.

იმისთვის, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, უნდა გახსნათ ზეთში. დღეს შემოგთავაზებთ გამაახალგაზრდავებელი ნიღბის რეცეპტს.

კურკუმას გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

კურკუმას ნიღაბი და ზეთი სახის კანისთვის

დაგჭირდებათ:

– 1 ცალი კვერცხის გული

– 1 ჩ.კ. დარბილებული ნაღების კარაქი

– 1/2 ჩ.კ. კურკუმა

– თბილი წყალი

 

მომზადების წესი:

1. შეურიეთ ერთმანეთს კვრეცხის გული, კურკუმა, კარაქი და კარგად გადაურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. ნელ-ნელა ამატეთ 32-37 გრადუსის მქონე წყალი, რათა მიიღოთ სქელი კრემის მასა.

გამოყენების წესი:

წაისვით ნიღაბი ნოტიო და სუფთა სახის კანზე, ყელზე და დეკოლტეს ზონაზე. დაიტოვეთ 20-30 წუთით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კურკუმას ნიღაბი და ზეთი სახის კანისთვის

ეფექტი შესამჩნევია პირველივე გამოყენების შემდეგ – კანი ბევრად კარგად გამოიყურება, გამქრალია საკმაოდ ბევრი წვრილი ნაოჭი და მსხვილი ნაოჭები კი დაპატარავებულია.  თუ კანის ბევრად მალე გადაჭიმვა გსურთ, მაშინ წყალი შეცვალეთ მწვანე ჩაის ძლიერი ნაყენით, ხოლო კვერცხის გული აიღეთ 2-3 ჩ.კ.

ეფექტის გასაძლიერებლად და დიდხანს შესანარჩუნებლად გირჩევთ სრული კურსის ჩატარებას. წაისვით ნიღაბი ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, 1 თვის მანძილზე. სურვილის შემთხვევაში განმეორება შეგიძლათ 6 თვეში. ყოველთვის გამოიყენეთ ახლად დამზადებული ნიღაბი.

კურკუმას ნიღაბი და ზეთი სახის კანისთვის

არ შეგეშინთეთ თუ თქვენი სახე გაყვითლდება. თუ ეს მოხდა, მაშინ გაიწმინდეთ სახე კეფირით დასველებული ბამბის დისკით, არაჟნით ან ლიმონის წვენით. არ დაგავიწყდეთ ალერგიულობაზე ტესტის ჩატარებაც. პროცედურის შემდეგ ერიდეთ მზის პირდაპირ სხვივებს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია