დღეს ჩვენ გაგაცნობთ პროცედურას, რომელიც დაუბრუნებს თქვენს ხელებს სირბილეს, სინაზეს და ახალგაზრდულ იერს. ასევე გიამბობთ თუ რა ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ხელის კანზე.
ეს პროცეურა არა მხოლოდ გაგანთავისუფლებთ მკვდარი უჯრედებისგან, არამედ გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მისი გამოყენების შემდეგ მკვებავი კრემიც ბევრად კარგად შეაღწევს კანის სიღრმეში და ბევრად კარგად დაარბილებს მას.
რომელი ფაქტორები ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ხელის კანზე
1. ამინდი
ამინდის ცვალებადობა, სიცივე და ქარი საკმაოდ ცუდად მოქმედებს კანზე. კანი ხდება უხეში და უჩნდება ნახეთქები.
2. საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები
სარეცხი და საწმენდი საშუალებები გამუდმებით ანადგურებენ ეპიდერმისს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ გაღიზიანება, არამედ კანის დაავადებაც კი. გირჩევთ, რომ საშინაო საქმეების დროს გამოიყენოთ ხელთათმანები.
3. კვება
არასწორი კვება შესაძლოა გახდეს კანის საფარის მთლიანობის დარღვევის მიზეზი.
4. მოუვლელობა
არასწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალება ან მოუვლელობა იწვევს კანის გამოშრობას, ადრეულ დაბერებას და ბევრად სერიოზულ პრობლემებსაც კი.
ჯადოსნური ხელის სკრაბი მომენტალური ეფექტით
დაგჭირდებათ:
- ზეითუნის ზეთი
- შაქარი
მომზადების წესი და გამოყენების:
- შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციით ზეითუნის ზეთი და შაქარი.
- იმგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და თანაბრად გადაინაწილეთ ხელების ზედაპირზე მასაჟისებური მოძრაობებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თიტებს შორის ადგილებს.
- ამიშ შემდეგ ჩაიცვით კოსმეტოლოგიური ხელთათმანი და დაიტოვეთ 10-15 წუთი.
- პროცედურის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ.
როგორ შევინარჩუნოთ სკრაბის ეფექტი?
1. დალიეთ ბევრი წყალი და ეცადეთ იკვებოთ სწორად.
2. ხელები დაიბანეთ თბილი წყლით.
3. გამოიყენეთ თხევადი ან დამატენიანებელი საპონი.
4. საშინაო საქმეები გააკეთეთ რეზინის ხელთათმანით.
5. წელიწადის ცივ დროს ატარეთ თბილი ხელთათმანი.
6. რეგულარულად გაიკეთეთ მანიკური.
როგორ ხედავთ სკრაბის დამზადება საკმაოდ მარტივია, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება უმარტივესი. გაითვალსიწინეთ! ხელები გათქვავს ქალის ასაკს. მხოლოდ სწორი მოვლის შემთხვევაში შეიძლება ამის შეცვლა.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.