ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

დედაბუნება ძალიან გვანებივრებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბალახეულით და ნაყოფით. ჩემი დიდი ბებია ხალხური მედიცინით იყო დაკავებული და ყოველთვის ჰქონდა თაროებზე შემონახული სხვადასხვა ბალახეული. რეცეპტების გარკვეული ნაწილი მემკვიდრეობით მეც გადმომეცა და ერთ-ერთი ასეთი იყო ვიტამინების ნაზავი, რომელმაც ძალიან დამაინტერესა.

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

იტვირთება

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩაის სწორედ ამ საშუალებით ვანაცვლებ. ეს არის იდეალური ნატურალური საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მისი მთავარი კომპონენტი არის ქაცვი. დღეს გაგიზიარებთ ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს რეცეპტს და დარწმუნებული ვარ, რომ ის თქვენც ძალიან მოგეწონებათ.

ვიტამინების ნაზავი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ქაცვი უნიკალურია თავისი შემადგენლობით. მის ნაყოფს ტყუილად არ თვლიან ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლოდ ადამიანის ორგანიზმისთვის. უძველესი დროიდან იყენებდნენ მას გაციების და საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ. ის ერთ-ერთი უძლიერესი ანთების საწინააღმდეგო ნატურალური საშუალებაა.

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

მის ნაყოფს დაბერების პროცესის შენელებაც კი შეუძლია. ქაცვი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს სტრესის დონეს. ის სწრაფად ხსნის დაღლილობას და აძლიერებს იმუნიტეტს.

 

ქაცვის სასმელის რეცეპტი

მე ყოველ წელს ვყინავ ქაცვს, რათა ყოველ კვირას შევძლო ცოცხალი ნაყოფის გამოყენება. ეფექტის გასაძლიერებლად ვიყენებ ასევე ლიმონს ან ფორთოხალს (შესაძლოა ორივეც). რაღა თქმა უნდა არ მავიწყდება კოჭას ფესვი, მის ხომ უბრალოდ შეუძლებელია ვიტამინიზირებული სასმელის წარმოდგენა.

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

პირველ რიგში მოამზადეთ ინგრედიენტები:

1. გაალღვეთ ქაცვი. (თუ ცოცხალი ქაცვი გაქვთ, გარეცხეთ)

2. გათალეთ ფორთოხალი და დაჭერით ნაჭრებად. (შეგიძლიათ კანიანად გამოიყენოთ)

3. დაჭრით ნაჭრებად კოჭას ფესვი.

იტვირთება

ფორთოხალი (ან ლიმონი) და ქაცვი აიღეთ პროპორციით 1:1-თან, ხოლო კოჭა პორციის 1/4.

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

მიღებული მასა მოათავსეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

იმისთვის, რომ მოამზადოთ ვიტამინიზირებული სასმელი 2-3 ს.კ. ნაზავი მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ადუღებული წყალი. დააცადეთ ოდნავ შეგრილდეს და გადაწურეთ.

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

მზა ჩაის შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი ან შაქარი და დატკბეთ უგემრიელესი სასმელით.

ვიტამინების ნაზავი ქაცვისგან: ჩაის ჯანსაღი შემცვლელი

ზუსტად ვიცი, რომ ბავშვები დაცულები მყავს გრიპისგან ან გაციებისგან. ქაცვის ჩაი მათი უსაყვარლესი სასმელია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია