მხოლოდ 1 ინგრედიენტით მოახერხებთ არტერიების გაწმენდას, სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმაში მოყვანას და…

მხოლოდ 1 ინგრედიენტით მოახერხებთ არტერიების გაწმენდას, სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმაში მოყვანას და...

გჯერათ, რომ 1 თვეში თქვენ შეძლებთ სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის, ტრიგლიცერიდებისა და ლიპიდების დონის ნორმაში ჩაყენებას სულ რაღაც 1 ინგრედიენტით?

ეს ყველაფერი დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა. თან რაც მთავარია ეს საშუალება არის ეფექტური, იაფიანი და ნატურალური. წელიწადში ერთხელ ამ კურსის ჩატარებით თქვენ შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას და ჯანსაღ ორგანიზმს.

ამ სამკურნალო საშუალების დასამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ნედლი გოგრა.

გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინასა და შაქარს. ვიტამინებს: D, E,PP,B B2. ცილას, კაროტინს და ძალიან იშვიათ ვიტამინს T-ს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მძიმე საკვების შეწოვასა და მონელებაში. პექტინით მდიდარი გოგრა ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს, ტოქსინებსა და ქოლესტერინს. ის დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაშიც.

გოგრა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის ხელს უწყობს ხერხემლის სწორად ჩამოყალიბებას, ამაგრებს ძვლებს და კბილებს. მისი მიღება შესაძლებელია გულსისხლძარღვთა ნებისმიერი დაავადების, შეშუპების და ანემიის დროს. გოგრა ანტიდეპრესანტადაც ითვლება. მასში შემავალი E ვიტამინი ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და სახეს უბრუნებს ჯანსაღ ფერს, ამაღლებს იმუნიტეტს. გოგრის ნაყოფის გარდა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა მისი თესლიც – ის ჭიების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილი საშუალებაა. გოგრას, ასევე, ურჩევენ ორსულებს ტოქსიკოზის დროს.

როგორ მოვამზადოთ ეს სამკურნალო საშუალება?

დაგჭირდებათ:

– 100გრ. ნედლი გოგრის რბილობი
– წყალი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ბლენდერში რბილობი, დაასხით მცირეოდენი წყალი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უნდა მიიღოთ საშუალო კონსისტენციის მასა. (არც ძალიან თხელი, არც ძალიან სქელი)

მიღების წესი:

უნდა მიიღოთ საუზმემდე 15–20 წუთით ადრე. კურსი არის 1 თვიანი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე დაამზადოთ ახალი მასა.

იმისთვის, რომ დარწმუნდეთ ამ სამკურნალო საშუალების ეფექტურობაში, მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი. მიღებული პასუხები შეადარეთ.

ამ უნიკალური სამკურნალო საშუალების დახმარებით თქვენ შეძლებთ სისხლში ქოლესტერინის, გლუკოზის, ლიპიდებისა და ტრიგლიცერიდების დონის ნორმაში მოყვანას. ასევე არტერიების გაწმენდას და ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ამაღლებას

 

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
მხოლოდ 1 ინგრედიენტით მოახერხებთ არტერიების გაწმენდას, სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმაში მოყვანას და…
როგორ აღვადგინოთ ხრტილოვანი ქსოვილი