საბჭოთა პომიდვრის წვენი, რომელსაც დედამთილი სამ ლიტრიან ქილებში ხუფავს…

девочка пьет сок
девочка пьет сок

საბჭოთა კავშირის დროს პომიდვრის წვენის დამზადების პროცესს და მის ხარისხს მკაცრად აკონტროლებდნენ. სწორედ ამიტომ იყვნენ მომხარებლები დარწმუნებულნი მის ხარისხში და უსაფრთოებაში. დღეს საკმაოდ ძნელია ნატურალური მზა კონსერვის მოძებნა, რომელსაც არ ინახება წლობით. თუმცა რა საჭიროა ყიდვა, როცა მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ? თან ამისთვის მინიმალური დრო და შრომა დაგჭირდებათ. დღეს ჩვენ გაგიზიარებთ პომიდვრის წვენის მომზადების მარტივ რეცეპტს

 

პომიდვრის წვენი სახლის პირობებში

პომიდვრის წვენის მასიური წარმოება საბჭოთა კავშირში დაიწყო 1930 წელს. იდეა ამერიკისგან აღეს, სადაც პირველი საწარმო 1915 წელს გაიხსნა. ამის წყალობთ მათ მილიარდების გამომუშავება დაიწყეს.

сок в банке

ამერიკაში ფორთოხლის გადამუშავებით დაიწყეს, მაგრამ რადგან საბჭოთა კავშირში არ იზრდებოდა ეს იტრუსი, ამიტომ მათ დაიწყეს მოპიდვრის წვენის გამოშვება 3 ლიტრიან ქილებში. ათწლეულების შემდეგ ბევრად მეტი ქარხანაც აშენდა, სადაც დაიწყეს ვაშლის, მსხლის და ქლიავის წვენის წარმოება. ასორტიმენტის მრავალფეროვნებასთან ერთად შეიცვალა მისი მოცულობაც 0,7 ლიტრამდე.

томатный сок

პომიდვრის წვენის სახლში მომზადების რეცეპტი

რეცეპტის საიდუმლო რომელსაც დღეს ჩვენ გაგაცნობთ, საკმაოდ მარტივია. წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ წვენსაწური და პომიდორი. იდეალური შედეგისთვის კარგია სმუზის მოსამზადებელი მოწყობილობა. ასე წვენი ბევრად უფრო სქელი და გემრიელი გამოდის. პომიდორები უნდა იყოს წვნიანი და მაგარი.

сок в стакане

პორციები ამ შემთხვევაში უბრალოდ საჭირო არ არის. მოამზადეთ წვენი ისე, რომ მაშინვე მიირთვათ და არ შეინახოთ. თუმცა თუ ნამდვილად უჩვეულო სასმელის მომზადება გსურთ, მაშინ გთავაზობთ ორიგინალურ რეცეპტს.

დაგჭირდებათ:

– 1 ცალი მწარე წითელი წიწაკა

– 3-4 ცალი საშუალო ზომის პომიდორი

– 1 ცალი ბულგარული წიწაკა

– 1 კბილი ნიორი

– მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გაჭერით პომიდორები ოთხ ნაწილად. გაარჩიეთ ნიორი და მოაჭერით მწარე წიწაკას მხოლოდ მწვანე თავი.

2. ბულგარულ წიწაკას მოაცილეთ კუდი და თესლები. გაჭერით ის რამოდენიმე ნაწილად. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ წვენსაწურში.

3. მიღებულ წვენს დაუმატეთ მარილი თქვენი გემოვნებით და პიკანტური წვენიც მზადაა!

бокал сока

როგორც ხედავთ ნატყრალური წვენის მოსამზადებლად საკმად ცოტა დრო გჭირდებათ. მთავარია გქონდეთ წვენსაწური და ახალი პროდუქცია.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
საბჭოთა პომიდვრის წვენი, რომელსაც დედამთილი სამ ლიტრიან ქილებში ხუფავს…
სასწაული მცენარე – კალიკარპა, რომელიც ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობაში დაგეხმარებათ