კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.

კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.

გაინტერესებთ რა არის მენჯის ძირი და რატომაა მისი ვარჯიში აუცილებელი? ეს კუნთები ძალიან ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ორგანიზმში.  ისინი ხელს უწყობენ ორგანოების სწორად განთავსებას მცირე მენჯის არეში და ხელ უშლიან შინაგანი ორგანოების დაწევას.

იტვირთება

დასუსტებული მენჯის კუნთები არის ქალბატონებში გენეტალიების პროლაფსის გამომწვევი მიზეზი, ხოლო მამაკაცებში ურეთრის კუნთების შესუსტების გამომწვევი. დღევანდელ დღეს ეს არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა გინეკოლოგიასა და უროლოგიაში. ეს დაავადებები არაა სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ ცხოვრების წესის გაუარესებას კი უწყობს ხელს.

 

მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული ჩარევით ხდება, ამიტომ საჭიროა დროულად მივაქციოთ მენჯის კუნთების გამაგრებას ყურადღება და დროულად დავიწყოთ ვარჯიში. ვარჯიშების ეფექტურობა დამტკიცებულია უამრავი სამეცნიერო კვლევით. ამ მხრივ 1947 წლიდანაა  ცნობილია კეგელის ვარჯიშები. ადამიანთა 85% სრულად განთავისუფლდა დასუსტებული მენჯის ძირის კუნთის პრობლემისგან.

კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.

კეგელის ვარჯიში

ეს ვარჯიში რეკომენდირებულია გენეტალიების პროლაფსის და შეუკავებლობის პროფილაქტიკისთვის. ეს ვარჯიში დაგეხმარებათ მშობიარობამდე ორგანიზმის გასაძლიერებლად და ასევე მშობიარობის შემდეგ კუნთების ტონუსის აღდგენაში.

ეს ვარჯიში ხელს უწყობს საშოს და ე.წ პუბოპოციციალური კუნთების გამაგრებას, რომელიც პასუხისმგებელია სექსუალურ რეაქციაზე. ხოლო მამაკაცებში აუმჯობესებს პოტენციას და ეაკულაციაზე პასუხისმგებელ კუნთებს ავარჯიშებს.

კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.

ვარჯიშში შედის სამი ძირითადი მანიპულაცია – შეკუმშვა, შემცირება და გამოსროლა. ექიმები გვირჩევენ ამ ვარჯიშის დღეში 3-ჯერ გაკეთებას 20 წუთის განმავლობაში.

 

კომპლექსური ვარჯიშები ქალბატონებისთვის

1. დაწექით ზურგზე, ხელები დადეთ ტორსისგან მოშორებით, ხოლო ფეხები მოხარეთ და დადეთ მხრების გასწვრივ. (იხ. ფოტო) დაჭიმეთ კუნთები ისე, თითქოს ცდილობთ შარდის შეკავებას და ასე გაჩერდით 6 წამით. ამის შემდე შეისვენეთ 6 წამი და გაიმეორეთ. სულ უნდა გააკეთოთ 20-25 ჯერ.

კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.

2. შეკუმშეთ საშოს კუნთები და გაჩერდით 6 წამი. ამის შემდეგ ისევ დაჭიმეთ, ამჯერად ოდნავ ზევით აწიეთ მენჯები და გაჩერდით 6 წამი. ასე უნდა გააკეთოთ 5-ჯერ და თითოეული დაჭიმვისას მენჯები უფრო და უფრო უნდა აწიოთ, შემდეგ კი უკუსვლით წამოხვიდეთ, ნელ-ნელა ქვევით. მთლიანობაში უნდა შეასრულოთ 10 ასვლა-ჩამოსვლის ვარჯიში.

 

იტვირთება

3. ჩაისუნთქეთ ღრმად, ჯერ დაჭიმეთ საშოს კუნთები და შემდეგ დუნდულების. ვარჯიში უნდა გააკეთოთ სწრაფად, შესვენებების გარეშე.

4. გააკეთეთ ჩაჯდომა და მოხერხებულად დაიკავეთ ხელები. ღრმად ჩაისუნთქეთ (ამ დროს მაქიმალურად მოდუნებული უნდა იყოს მენჯის კუნთები.) და შეიკავეთ სუნთქვა ეცადეთ გაიჭინთოთ ისე, თითქოს ცდილობთ ნაწლავების დაცლას. დაჭიმვის ძალა მიმართეთ საშოს ყელისკენ. 6 წამი შეისვენეთ და ისევ გააგრძელეთ. თითოეული ვარჯიში სრულდება დაახლოებით 5 წუთი.

კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.

5. რჩებით იგივე პოზაში, ჩაისუნთქეთ ღრმად და შეიკავეთ სუნთქვა. უნდა მოახდინოთ 10 წამში მენჯის კუნთების მაქსიმალურად სწრაფად დაჭიმვა და მოდუნება რამოდენიმეჯერ. ცოტა შეისვენეთ და ისევ გააგრძელეთ. მთლიანობაში გააკეთეთ 1-15 ვარჯიში.

ფიზიკურად დასუსტებულ და ხანში შესულ ადამიანებს შეუძლიათ ეს ვარჯიში გააკეთონ კვირაში 3-ჯერ. თითოეული მათგანი 2-3-ჯერ.

 

რჩევა რედაქციისგან:

 

პროფილაქტიკისთვის ექიმები გვირჩევენ კეგელის, ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყის ვარჯიშების გაერთიანებას. ამ ვარჯიშის გაკეთება შეგიძლიათ დღეში ერთხელ.

1. დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები და ხელები დააწყვეთ სხეულისგან მოშორებით. (იხ. ფოტო) აწიეთ დუნდულები, დაჭიმეთ კუნთები და შეიკავეთ სუნთქვა 5-10 წამით. ამოსუნთქვისას ნელ-ნელა დაუბრუნდით პირვანდელ მდგომარეობას. ეს ვარჯიში შეასრულეთ 30-ჯერ.

კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.

2. დაუბრუნდით პირვანდელ მდგომარეობას. ფეხები უნდა გქონდეთ მხრების გასწვრივ, მუხლები ოდნავ მოხრილი და ხელის გულბი დაადეთ მუხლებს. ნელა შესუნთქვის პარარელურად მუცელი მაქსიმალურად დაჭიმეთ მუცლის ქვედა მხარე, დაჭიმეთ საშოს კუნთები და დუნდულები. ამოსუნთვქისას ნელ-ნელა მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.

 

როგორც ხედავთ მენჯის ძირის ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი პროფილაქტიკისთვის, რათა თავი აარიდოთ შემდგომ გართულებებს და ქირურგიულ ჩარევას.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
კეგელის ვარჯიში ზურგის კუნთების, დუნდულების და ბარძაყების გასამაგრებლად.
როგორ მოვიშოროთ შეშუპება სახლის პირობებში?