ქათამი ბადრიჯნით, პომიდვრითა და ბროწეულის სოუსით. ღვთაებრივი გემო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ…

ქათამი ბადრიჯნით, პომიდვრითა და ბროწეულის სოუსით. ღვთაებრივი გემო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ...

ეს კერძი საინტერესო და უცხოა იმით, რომ ბოსტნეული გამოდის ცხარე, ხოლო ქათამი ტკბილ-მჟავე. გარნირად შეგიძლიათ მსუბუქი სალათი მიირთვათ.

იტვირთება

 

ქათამი ბადრიჯნით, პომიდვრითა და ბროწეულის სოუსით

 

დაგჭირდებათ:

– 2 ც. ქათმის მკერდი ( შეგიძლიათ გამოიყენოთ ქატმის ბარკალი ან ბარკლის ძირი)

– 1 ცალი ბადრიჯანი

– 1 თავი დიდი ხახვი

– ბროწეულის სიროფი

– თაფლი

– ბალზამირებული ძმარი ან ლიმონის წვენი

– არაჟანი

– შავი პილპილი და პაპრიკა

– ზეითუნის ზეთი

იტვირთება

– მცენარეული ზეთი

– მარილი

– წყალი

 

მომზადების წესი:

1. დაჭერით ხორცი მსხვილ ნაწილებად.

2. დაჭრილი ხორცს დაუმატეთ მარილი, ბალზამირებული ძმარი, პილპილი, პაპრიკა, ბროწეულის სიროფი, ზეითუნის ზეთი და თაფლი. კარგად გადაურიეთ ინგრედიენტები და დატოვეთ 2-3 საათი ან მეტი.

3. დაჭერით ბადრიჯანი და პომიდორი კუბიკებად, ხოლო ხახვი რაც შეიძლება წვრილად.

4. ჩართეთ ღუმელი, რათა გაცხელდეს. პარარელურად გაამზადეთ ტაფაში, მცენარეულ ზეთში მოშუშული ხახვი. (გირჩევთ თუჯის ღრმა ტაფის აღებას, რომელსაც არ ექნება პლასტმასის ხელმოსაკიდი, რადგან ის უნდა შევდოთ ღუმელში)

5. როგორც კი ხახვი გახდება მოოქროსფერო ფერის, დაამატეთ ბადრიჯანი, რამოდენიმე წუთში კი პომიდორი. 2-3 წუთში ყველაფერი კარგად გადაურიეთ, გაათანაბრეთ მასის ზედაპირი და გადმოდგით.

6. ამის შემდეგ მოასხით ზევიდან წყლით გაზავბული არაჟანი, დაახლოებით 3 ჭიქა და დააწყვეთ ქათმის ნაჭრები ბოსტნეულის ზევიდან.

7. შედეთ გაცხელებულ ღუმელში და დაელოდეთ ქათმის ნაჭრების მობრაწვას.

თქვენი კერძიც მზადაა. ამ კერძით თქვენ გააოცებს ოჯახის წევრებს და სტუმრებს. გარნირად კი უბრალოდ მსუბუქი სალათიც გამოდგება.

 

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
ქათამი ბადრიჯნით, პომიდვრითა და ბროწეულის სოუსით. ღვთაებრივი გემო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ…
ეს ნარევი შესანიშნავი საშუალებაა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და სიმსივნის პრევენციისთვის…