გოგრის ბლინები – ”ჩემი ოჯახის წევრები გოგრას ვერ იტანენ, მაგრამ მისგან დამზადებულ ბლინებზე გიჟდებიან.”

блины из тыквы

გოგრა უნიკალური პროდუქტია, რადგან მისგან უამრავი გემრიელი კერძი და დესერტი მზადდება. გარდა ამისა, ის ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. დღევანდელ სტატიაში ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი გოგრის ბლინების მომზადების რეცეპტს.

 გოგრის ბლინები

ამ რეცეპტით მომზადებული ბლინები გამოდის ძალიან არომატული და მადისაღმძვრელი. ის მზადდება სოდისა და გამაფხვიერებელის დამატების გარეშე. არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ინგრედიენტს. დღევანდელ რეცეპტში მოცემული რაოდენობიდან გამოდის 10 ცალი ან მეტი ბლინი, გააჩნია ტაფის ზომას.

блины с тыквой

დაგჭირდებათ:

 

– 125 გრ. გოგრის პიურე

– 250 მლ. თბილი რძე

– 2 ცალი კვერცხი

– 180 მლ. ცხელი წყალი

– 150 გრ. ფქვილი

– 1 ს.კ. შაქარი

– მწიკვი მარილი

– 2 ს.კ. მცენარეული ზეთი

 

მომზადების წესი:

1. გოგრის პიურე შეგიძლიათ შეიძინოთ მზა სახით ან მოამზადოთ სახლში. გასუფთავებული გოგრის რბილობი ჯერ უნდა გამოაცხოთ და შემდეგ დააბლენდეროთ.

тыквенные блины

2. აადუღეთ წყალი.

3. გოგრის პიურეს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

4. ამის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და თბილი რძე. კარგად აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები.

блины из тыквы рецепт

5. ცომში დაამატეთ ზუსტად 180 მლ. ძალიან ცხელი წყალი. წყლის დამატების შემდეგ საჭიროა კარგად მორევა. ბოლოს დაუმატეთ ზეთი და კიდევ ერთხელ მორიეთ, ოღონდ უკვე 5 წუთის განმავლობაში.

ცომი გამოდის საკმაოდ თხევადი. თუ გოგრის ოდნავ დიდი ნაწილაკები გაგეპარათ, არ ინერვიულოთ.

გააცხელეთ ტაფა და პირველი ბლინის მომზადებამდე წაუსვით ზეთი. ბლინი უნდა შეწვათ ორივე მხრიდან, ოდნავ დაბრაწვამდე.

тонкие блины из тыквы

სურვილის მიხედვით ბლინში შეგიძლიათ დარიჩინის, მუსკატის კაკლის ან გოგრის ბლინისთვის საჭირო სპეციალური სანელებლების დამატება.

ბლინში სხვადასხვა შიგთავსის გახვევა შეგიძლიათ, მაგალითად: შოკოლადი, მურაბა, ჯემი, ვაშლი ან ბანანი.

что приготовить из тыквы

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

გემრიელად მიირთვით!

შეაფასეთ სტატია
გოგრის ბლინები – ”ჩემი ოჯახის წევრები გოგრას ვერ იტანენ, მაგრამ მისგან დამზადებულ ბლინებზე გიჟდებიან.”
რა სასიკეთო თვისებები აქვს ნიორს და როგორ უნდა გამოვიყენოთ