სალათი, რომელიც ნამდვილად დაიმსახურებს თქვენი სტუმრების აღფრთოვანებას! ეს უნდა სცადოთ…

სალათი, რომელიც ნამდვილად დაიმსახურებს თქვენი სტუმრების აღფრთოვანებას! ეს უნდა სცადოთ...

”გენერლის სალათი”

 

დღეს გასწავლით კლასიკური სალათის რეცეპტს, რომელიც არის ბოსტნეულის ასორტი. ის იმდენად გემრიელი გამოდის, რომ ყველას აღფრთოვანებას იმსახურებს.

 

დაგჭირდებათ:

– 1 კგ. პომიდორი

– 1 კგ. კიტრი

– 300 გრ. კომბოსტო

– 300 გრ. ხახვი

– 300 გრ. ტკბილი წიწაკა

– 200 გრ. სტაფილო

– 2 ს.კ. მარილი

– 100 გრ. შაქარი

– 150 გრ. 9%-იანი ძმარი

– 150 გრ. მცენარეული ზეთი

– მწვანი და ცხარე წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესი:

პირველ რიგში მოამზადეთ ინგერდიენტები:
კომბოსტო დაჭერით წვრილად,
სტაფილო გახეხეთ,
პომიდორი დაჭერით პატარა კუბიკებად,
ხახვი დაჭერით თხელ ნახევარ-რგოლებად,
ტკბილი წიწაკა დაჭერით თხელ მოგრძო ნაწილებად,
მწვანილი დაჭერით წვრილად.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში, დააყარეთ წიწაკა გემოვნებით და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები მთლიანად. კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში.

დააფარეთ თავსახური და დადეთ 3 საათით, პერიოდულად კი მოურიეთ.

მოათავსეთ სალათი ქილებში, კარგად ჩატუმბეთ და დაასხით წვენი.

დააფარეთ თავსახურები, შემოახვიეთ ქილებს პირსახოცი და ჩადგით წყლიან ქვაბში. უნდა გაასტერილოთ დუღილიდან 25 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ ქილები და დატოვეთ გაგრილებამდე. უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილზე.

სალათი, რომელიც ნამდვილად დაიმსახურებს თქვენი სტუმრების აღფრთოვანებას! ეს უნდა სცადოთ...

ამ სალათს შეგიძლიათ სოკოც დაუმატოთ. გამოდის საოცრად გემრიელი და არომატული.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

შეაფასეთ სტატია
სალათი, რომელიც ნამდვილად დაიმსახურებს თქვენი სტუმრების აღფრთოვანებას! ეს უნდა სცადოთ…
ხრაშუნა, ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი – ,,საქორწინო”. დუღილისა და სტერილიზაციის გარეშე