როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში: ნატურალური საშუალება…

напиток для очищения печени

напиток для очищения печени

ღვიძლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში. სწორედ ეს ორგანო იღებს ყველა დარტყმას საკუთარ თავზე რაც მოსდევს ალკოჰოლის მიღებას, წამლების მიღებას, დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღებას და ცუდ ეკოლოგიურ პირობებს.

ღვიძლის უმთავრესი ფუნქციაა ტოქსინების გამოდევნა. ამ ორგანოზეა დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესის გამართულად მუშაობა. სწორედ  ამიტომ, საჭიროა გარკვეულ პერიოდში ერთხელ დეტოქსიკაციის კურსის ჩატარება.

 

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში

არსებობს ასეთი სამელი ”ზურმუხტი”, ეს არის ნატურალური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისგან. ყველაფერთან ერთად ეს სასმელი წონაში დაკლებასაც უზრუნველყოფს.

 

დაგჭირდებათ:

– 150 გრ. კომბოსტო

– 1 ცალი ლიმონი

– 25 გრ. ნიახურის ღეროები

– 1 ცალი მსხალი

– 2 სანტიმეტრი კოჭას ფესვი

– 500 მლ. წყალი

– 2-3 ცალი პიტნის ფოთოლი

 

მომზადების წესი:

1. ჩაყარეთ ბლენდერში დაჭრილი კომბოსტო, ნიახურის ღერო, კოჭა და მსხალი. დაასხით წყალი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. მიღებულ მასას დაუმატეთ ლიმონის წვენი, პიტნის ფოთლები და დააბლენდერეთ რამოდენიმე წამით. თქვენი სასმელიც მზადაა!

მიღების წესი:

უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს.

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. ეცადეთ მოერიდოთ მავნე საკვებს და ალკოჰოლურ სასმელს. დაკავდით ფიზიკური აქტვობებით და მიიღეთ ბევრი წყალი.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია