5 ეშმაკური ხრიკი პომიდვრის უხვი მოსავლის მისაღებად ! ბაბუა თავის მეთოდს გვიზიარებს…

მოვიდა ბოსტანში აქტიურად მუშაობის პერიოდი და დღეს გაგიზიარებთ თუ როგორ მოუაოთ პომიდვრის ჩითილებს ისე, რომ მიიღოთ უხვი, ბარაქიანი და ხარისხიანი მოსავალი.

გინდათ გაიგოთ თუ რა არ ყოფნით თქვენს მცენარეებს?

 

მათი გარეგნული, ზედაპირული დაზიანებები სწორედ მათ პრობლემაზე მეტყველებს:

 

1. კალციუმის დეფიციტი – როცა ფოთლები გაყვითლებულია და იწყებს დეფორმაციას.    

2. აზოტის უკმარისობა –  როცა შესამჩნევია ზრდის შეფერხება და ფოთლები იწყებს გაყვითლებას, შემდეგ ჭკნობას.

3. ფოსფორის უკმარისობა – როცა ღერო იწყებს გათხელებას და ფოთლები იისფერ ფერს იძენს.

4. კალიუმის დეფიციტი – როცა ფოთლის ნაპირები გამომშრალია.

5. მაგნიუმის დეფიციტი – როცა ფოთლებზე ჩნდება ყვითელი ლაქები.

რა სარგებლობა მოაქვს სასუქს?

დამატებით კვებითი ნივთიერებების გამოყენებას აქვს ძალიან კარგი შედეგი მცენარეებისთვის და რაღა თქმა უნდა ეს დადებითად აისახება თქვენს მოსავალზე. ხელს უწყობს მათ ზრდას, განვითარებას და დავაადებების მიმართ ბევრად ამტანს ხდის.

აჩქარებს კვირტის წარმოქმნის პროცესს.

ხელს უწყობს ჩითილის სწრაფ დაფესვიანებას.

იცავს მათ  დაავადებების განვითარებისგან.

ხელს უწყობს ფესვების გამაგრების პროცესს.

ნიადაგში გადარგვის პროცესს ბევრად იოლს ხდის.

ხელს უწყობს მცენარის იმუნიტეტის ამაღლებას.

გაინტერესებთ როგორ  გამოვკვებოთ პომიდორი?

1. ყავის ნალექი

ყავის ნალექი ხელს უწყობს მიწის ჯანგბადითა და აზოტით გამდიდრებას. ნიადაგი უფრო ფხვიერი ხდება, მდიდრდება სხვა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.  ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მცენარის ზრდის პროცესს.

2. იოდი

მომზადების წესი:
10 ლ. წყალში დაამატეთ მხოლოდ 10 წვეთი იოდი.

გამოყენების წესი:

კვირაში 1–2 ჯერ მორწყეთ მცენარეები, გამოიყენეთ 0,5 ლ. ხსნარი.

3. კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის საუკეთესო წყაროა.

მომზადების წესი:

3 ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 3–4 კვერცხის ნაჭუჭი და დაასხით თბილი წყალი. გააჩერეთ 2–3 დღე.

გამოყენების წესი:

მორწყეთ ჩითილები თვეში 2–ჯერ.

4. ნიორი

ნიორი ხელს უწყობს იმუნიტეტის ამალებას.

მომზადების წესი:
5 კბილ ნიორს დაასხით 1 ლ. ცხელი წყალი და დადგით 20 წუთი თბილ ადგილზე.

გამოყენების წესი:
მიღებული ხსნარის 1 სუფრის კოვზი უნდა დაამატოთ 1 ლ. წყალს. მიღებული სითხით მორწყეთ კვირაში 2–ჯერ მცენარეები.

5. საფუარი

საფუარი ძალიან უხდება პომიდორს.

მომზადების წესი:
100 გრ. გახსნილი საფუარი და 0,5 ს.კ. შაქარი დაამატეთ 3 ლ. ნადგამ წყალს. გადააფარეთ მარლა და დადგით თბილ ადგილზე. პერიოდულად დაჭირდება შენჯღრევა.

გამოყენების წესი:
როცა კარგად ამოდუღდება მიღებული ნარევი, 1 ჭიქა გახსენით 10 ლ. წყალში. თითო ბუჩქზე გამოიყენეთ 1 ლ. მიღებული ხსნარი. გამოიყენეთ თვეში ერთხელ.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებსაც!  თითოეული მათგანი თავისებურად ამდიდრებს ნიადაგს და ხელს უწყობს ჩითილის სწრაფ და ხარისხიან ზრდას!

შეაფასეთ სტატია
5 ეშმაკური ხრიკი პომიდვრის უხვი მოსავლის მისაღებად ! ბაბუა თავის მეთოდს გვიზიარებს…
გომასიო