თქვენ შეიძლება არც კი ეჭვობდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში არის Helicobacter pylori. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სპირალისებური ბაქტერია, რომელიც უამრავი ქრონიკული ინფექციის გამომწვევია. ის იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაზიანებას.
ეს არის განსაკუთრებული ბაქტერია, რომელიც თავს არ იჩენს ორგანიზმში მოხვედრისთანავე. ისინი ჩვენ ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ საკვებიდან ან დაუბანელი ხელების გამო. თუ დროულად არ მოვახდენთ რეაგირებას, შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის კიბო ან პეპტიური წყლული.
მუცლის შებერილობა უფროსებში
ალბათ პორველ რიგში გაგიჩნდათ კითხვა, თუ როგორ გავიგოთ არის თუ არა მავნე ბაქტერიები ჩვენს ორგანიზმში. Helicobacter pylori ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: მუცლის შებერილობა, ფაღარათი, მეტეორიზმი, გულძმარვა და დისკომფორტი კუჭში. ჩვენ შეცდომით ვუკავშირებთ ამ სიმპტომებს უბრალოდ მცირეოდენ მოწამვლას ან ორგანიზმის ჩვეულებრივ რეაქციას.
ამ ბაქტერიას არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სიისტემის დაზიანება შეუძლია, არამედ მოქმედებს ადამიანის განწყობაზეც. ის ამცირებს სისხლში სეროტონინის დონეს, რაც იწვევს დეპრესიას და ნევროზს. მუცლის შებერილობა უფროსებში საკმაოდ ხშირი მოვლენაა.
სასიხარულოა ის, რომ ამ ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადებები განკურნებადია. მკურნალობის კურსი მოიცავს როგორც ანტიბიოტიკურ, ისე კუჭის წვენის სეკრეაციის შესამცირებელ პრეპარატებს.
იმისთვის, რომ კუჭი დავიცვათ გადატვირთვისგან, საჭიროა კვების რეჟიმის მოწესრიგება, ვიტამინების და პრებიოტიკების მიღება. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ხელების ხშირად დაბანა. წყალი კი უმჯობესია დალიოთ გაფილტრული ან გაფილტროთ სახლის პირობებში.
მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო სასმელი
დაგჭირდებათ:
– 1 ცალი ლიმონი
– 1 ცალი კიტრი
– 1 კონა ქინძი ან ოხრახუში
– ნახევარი ჭიქა წყალი
მომზადების და მიღების წესი:
ყვეა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ 1 ჭიქა. ეფექტურობის გასაზრდელად შეგიძლაით 1 ჭიქა მიიღოთ საკვების მიღებამდეც.
ეს სასმელი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. პირველივე ჭიქის შემდეგ იგრძნობთ შედეგს და გაუმჯობესებას. ეს სასმელი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას და ცხიმის წვის პპოცესსაც უწყობს ხელს.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!