ბერძნულ კაკალს (ნიგოზს) ნამდვილად არ აქვს ტყუილად მინიჭებული სუპერ-პროდუქტის სტატუსი. ის შეიცავს დიდი რაოდენობით A, B1, В2, В12, В15, С, К, Е, РР ვიტამინებს, კაროტინს, ტანინებს, ფიტონციდებს, ქინონებს, სიტოსტერონებს, ლინოლენის მჟავას, გალოტანინებს, უგლონს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, გოგირდს, რკინას, მანგანუმს და თუთიას. ამ შემადგენლობის წყალობით ნიგოზი არის ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალება ორგანიზმის გასამაგრებლად და ჯანრთელობის გასამყარებლად.
ბერძნული კაკლის სასარგებლო თვისებები
თუ ყოველდღე მიირთმევთ 5 ცალ კაკალს, ასე ხელს შეუწყობთ ტვინის მუშაობი, თმის, კანის და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს სუპერ-პროდუქტი ისეთი დაავადებების თავიდან ასაცილებლადაა ეფექტური, როგორიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე.
ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად კაკალი უნდა მიიღოთ ერთ ჭიქა თბილ რძესთან ერთად. ხოლო თუ თაფლისა და კაკლის ნაზავს მიირთმევთ, ეს გაამაგრებს თქვენს იმუნიტეტს. გარდა ამისა ეს ნაზავი ეფექტურია ბრონქიტის, პნევმონიის და ტუბერკულოზის დროს.
ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, გულის კუნთის, ნერვული სისტემის და ღვიძლის გასაძლიერებლად მიირთვით კაკლის, ქიშმიშის და ხაჭოს ნარევი. ეს საშუალება სასარგებლოსთან ერთად ძალიან გემრიელია და ძალიან კარგად მოქმედებს მხედველობაზეც.
ბავშვებისთვის კაკალი ძალიან სასარგებლოა გონებრივი განვითარებისთვის, მეხსიერების გასაუმჯობესებლად, ანემიის დროს და პარაზიტების პროფილაქტიკისთვის. მიღების წესი და რაოდენობა შეგიძლიათ შეათანხმოთ პედიატრთან.
გაითვალისწინეთ! თუ გაწუხებთ კოლიტი ან ენტეროკოლიტი, ეს პროდუქტი თქვენვის არაა რეკომენდირებული. ასევე არაა რეკომენდირებული ალერგიულობის დროს.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!