ეფექტური ხალხური მალამო ქუსლზე გაჩენილი წყლულებისა და ნახეთქების სამკურნალოდ. ის ასევე კარგია ნაწოლების დროს.

ეფექტური ხალხური მალამო ქუსლზე გაჩენილი წყლულებისა და ნახეთქების სამკურნალოდ. ის ასევე კარგია ნაწოლების დროს.

ინსულტის გამო ჩემი დედამთილი ლოგინად ჩავარდა, რის გამოც გაუჩნდა ნაწოლები. გარკეული დროის შემდეგ კი ქუსლებზე ნახეთქები და წყლულები, საიდანაც სითხე სდიოდა. ოჯახის ახლობელმა გამანდო ხალხური მალამოს რეცეპტი, რომლითაც მან ასეთივე წყლულები მოირჩინა. ამ მალამომ მართლაც სასწაული შედეგი მოგვცა, რამოდენიმე დღეში უკვე შესამჩნევი გაუმჯობესება ჰქონდა ჩემს დედამთილს. ამიტომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს რეცეპტი.

დაგჭირდებათ:

– 100 გრ. დამდნარი თაფლის სანთელი

– 100 გრ. ღორის ქონი

– 100 გრ. ზეითუნის ზეთი

– 10 აბი დაფშხვნილი სტრეპტოციდი

– 1 მლ. პენიცილინი

მომზადების  წესი:

მოათავსეთ ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილზე.

გამოყენების წესი:

დღეში 3–ჯერ შეიზილეთ თხელი ფენა დაზიანებულ და პრობლემურ ადგილებში


ექიმის კომენტარი:

თაფლის სანთელი – მას აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციის დამაჩქარებელი თვისებები. ხშირად გამოიყენება კანის ქრონიკული პათოლოგიების სამკურნალო გარეგანი საშუალებების დასამზადებლად.

ღორის ქონი და ზეითუნის ზეთი – მათ გარქოვანებული ეპითელიუმის დამარბილებელი და ჩამომფცქვნელი ფუნქცია აქვთ.

სტრეპტოციდი და პენიცილინი – ეს ანტიბაქტერიული პრეპარატებია, რომელიც აძალიერებს თაფლის სანთლის ანტიბაქტერიულ ეფექტს.

ამ კომპონენტებზე დამზადებული მალამო ნამდვილად ეფექტურია კანის ნახეთქებისა და წყლულების მკურნალობისას. თუმცა ეს მალამო ადგილობრივი მოქმედების ეფექტითაა და პრობლემის ქრონიკული მიმდინარებისას შესაძლოა არ ჰქონდეს განკურნების ეფექტი. ამ შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმის ზოგად პათოლოგიასთან გვქონდეს საქმე. მაგალითად: წყლული შესაძლოა განვითარდეს ინსულტის შემდეგ ნივთიერებათა ცვლის დაღვევის შედეგად. ქუსლზე ნახეთქი შესაძლოა იყოს შაქრიანი დიაბეტი ან იოდის ცვლის დარღვევა. ამ შემთხვევაში ეს მალამო მოახერხებს პრობლემის შემსუბუქებას, მაგრამ სამუდამოდ მის მოშორება გაუჭირდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ეფექტური ხალხური მალამო ქუსლზე გაჩენილი წყლულებისა და ნახეთქების სამკურნალოდ. ის ასევე კარგია ნაწოლების დროს.
როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა სახლის პირობებში: 5 მეთოდი