დღეს გაგანდობთ აზიელების იდეალური სახის კანის საიდუმლოს. ისინი სახის კანის დასაბანად დიდი ხანია იყენებენ ჰიდროფილურ ზეთს. ზეთი წმენდს კანს ცხიმოვანი საცობებისგან და იდეალურად აშორებს მაკიაჟს. ამ საშუალების მომზადება თქვენც შეგიძლიათ სახლის პირობებში და მისი გამოყენება ხდება ყველა ტიპის კანზე.
ჰიდროფილური ზეთის სასარგებლო თვისებები
1. ეფექტურად ხსნის მაკიაჟს.
ყველა კოსმეტიკური საშუალება იდეალურად იხსნება ცხიმში და შემდეგ მარტივია მათი მოშორება ბამბის დისკის საშუალებით.
2. აუმჯობესებს სახის ფერს.
აბუსალათინის ზეთი საუკეთესო საშუალებაა კანიდან ტოქსინების გამოსადევნად. აქედან გამომდინარე ხდება სახის კანის ფერი თანაბარი.
3. არ იწვევს კანის დაჭიმვას და აქერცვლას.
დასაბანი საშუალებები ძირითადად იწვევენ კანის გამოშრობას, დაჭიმვას და აქერცვლას. ამ ზეთის გამოყენებისას თქვენ მსგავსი რამ არ გემუქრებათ.
4. აახალგაზრდავებს სახის კანს.
რადგან ზეთში უამრავი ანტიოქსიდანტია, ის კარგად უმკლავდება თავისუფალ რადიკალებს. თავისუფალი რადიკალები საკმაოდ ცუდად მოქმედებენ სახის კანზე.
5. ატენიანებს კანს.
ზეთის ყველა შემადგენელი კომპონენტი კარგად შეიწოვება კანის მიერ და ეს ხელს უწყობს კანში ჟანგბადის შეღწევასაც.
დასაბანი ზეთის მომზადება
აბუსალათინის ზეთს შეურიეთ ავოკადს ან ნუშის ზეთი. საერთო მოცულობის 10%-30%-ს უნდა მოიცავდეს აბუსალათინის ზეთი, ეს დამოკიდებულია კანის ტიპზე. რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო ცოტა მოცულობის უნდა იყოს ის. ამის შემდეგ დაუმატეთ თქვენთვის საყვარელი ეთერზეთი, კარგად მოურიეთ და თქვენი ჰიდროფილურ ზეთიც მზადაა.
გამოყენების წესი:
ხელის გულზე დაისხით ცოტაოდენი ზეთი და დაელოდეთ მის შეთბობას. წაისვით ზეთი მთელს სახეზე მსიბუქი მასაჟისებური მოძრაობით და დაიტოვეთ 2-3 წუთი. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით, წაისვით ტონიკი და სახის კრემი.
სახის ღრმა წმენდა
სახის ღრმა წმენდისას ზეთი არ ჩამოიბანოთ. აიღეთ ხაოიანი პირსახოცი, დაასველეთ ცხელ წყალში და გაწურული დაიდეთ სახეზე. დაელოდეთ სახის გაცხელებას და ფორების გახსნას. მხოლოდ ამის შემდეგ გაიწმინდეთ სახე ხელსახოცით. ასეთი პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ 3-ჯერ. როცა მორჩებით, წაისვით ტონიკი და შემდეგ სახის კრემი. მსგავსი პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია კვირაში 1-2 ჯერ.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.