ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით…

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

კარკადე, მცენარე ჰიბისკუსის ფურცლებისგან მზადდება. ჩაის სამკურნალო და მატონიზებელი ეფექტის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. მისი სამშობლო ინდოეთია, თუმცა დღეს ეს არომატული მცენარე მსოფლიოს მრავალ ტროპიკული კლიმატის მქონე ქვეყანაში მოყავთ.

ძველ ეგვიპტეში კარკადეს ფარაონების სასმელად მიიჩნევენ, რომელიც უკვდავებასა და სასიცოცხლო ძალას ჩუქნის. მათ ალბათ უკვე იცოდნენ კარკადეს სასარგებლო თვისებების შესახებ, რადგან არქეოლოგები მას ხშირად პოულობენ სამარხებში.

იტვირთება

მისი სამკურნალო თვისებების შესახებ თითქმის ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ კარკადე არაჩვეულებრივი საშუალებაა კანისა და თმის მოვლისთვის.

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

კარკადე ცნობილი ინგრედიენტია თურქულ და ეგვიპტურ კოსმეტიკურ საშუალებებში.  ორგანული მჟავების, ვიტამინების და ანტიოქსიდანტების წყალობით, ის დადებით ეფექტს ახდენს კანზე.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ 6 რეცეპტს, რომელსაც თავადვე დაამზადებთ სახლში ძალიან მარტივად.

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

კანის მოვლა

1. ”კლეოპატრას აბაზანა”

 

კარკადეს აბაზანას აქვს მატონიზირებელი ეფექტი და ეფექტურია ცელულიტის პროფილაქტიკისთვის. ის ჭიმავს კანს და აქვს მსუბუქი რუჯის ეფექტი.

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

მომზადების და გამოყენების წესი:

2 ს.კ. კარკადეს დაასხით 2 ლ. მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათით თავდახურულ ჭურჭელში. თბილ აბაზანაში გახსენით მიღებული ნაყენი და 500-800 გრ. ზღვის მარილი. პროცედურის ხანგძლივობა შეადგენს 15-20 წუთს.

2. პილინგ-ნიღაბი

ეს ნიღაბი გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის. მისი საშუალებით კანის ჯანსაღდება, უმჯობესდება მისი ფერი, მაღლა იწევს ტონუსი და ხდება აქტიურად კოლაგენის გამომუშავება.

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

მომზადების და გამოყენების წესი:

2 ს.კ. გატარებულ კარკადეს  დაუმატეთ 2 ს.კ. შვრიის ფანტელი და დაასხით ცოტაოდენი ცხელი წყალი, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. მიღებული მასა უნდა წაისვათ სუფთა და მშრალ კანზე. გაიკეთოთ მსუბუქი მასაჟი წრიული მოძრაობით კისრისა და სახის მიდამოზე, დაიტოვეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. მატონიზირებელი ყინულის კუბები

მატონიზირებელი ყინულის კუბები უზრუნველყოფს სისხლის ცირკულაციის დაჩქარებას ქსოვილში, სახის ფერის გაუმჯობესებას და შეშუპების მოხსნას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანზე.

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

იტვირთება

მომზადების და გამოყენების წესი:

2 ს.კ. კარკადეს დაასხით 2 ლ. მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათით თავდახურულ ჭურჭელში. მიღებული ნაყენი ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. როცა სახეს დაიბანთ, კარგად გაიმშრალეთ და ყინულის კუბით დაიმასაჟეთ სახის კანი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალის გარშემო არეალს.

 

4. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ამ ნიღბის საშუალებით მოახდენთ სახის კანის აღდგენას, დატენიანებას და გამოკვებას. ასევე აქრობს ანთებას და გაღიზიანებას. ყველაფერთან ერთად ხელს უწყობს ნაოჭების მოშორებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანზე.

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

მომზადების და გამოყენების წესი:

პირველ რიგში კარკადეს ფურცები ჩაალბეთ თბილ წყალში და გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, რომ ბოლომდე გაიშალოს. დამბალი ფურცლები დადეთ ხელსახოცხზე ან მარლაზე რამოდენიმე ფენად. შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკოლტეს, კისრის და სახის არეზე. წამოწექით და დაიფინეთ 20 წუთით.

1. თმის გაძლიერება და ბზინვარება

კარკადეს ჩაი არაჩვეულებროვია ქერტლის მოსაშორებლად. ის ასევე ანიჭებს თმას ბზინვარებას და ელასტიურობას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის თმაზე.

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

მომზადების და გამოყენების წესი:

1 ლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. კარკადე და დატოვეთ 1 საათით თავდახურულ ჭურჭელში. დაბანის შემდეგ შეიზილეთ თმაში, მაგრამ აღარ ჩამოიბანოთ.

 

2. თმის ნიღაბი

კარკადეს თმის ნიღაბი ხელს უწყობს ზრდის დაჩქარებას და ეფექტურად ებრძვის თმის ცვენას. კარკადე აუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და ხელწ უყობს თმის გასქელებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის თმაზე.

ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით...

მომზადების და გამოყენების წესი:

კარგად დააქუცმაცეთ ან გაატარეთ 2 ს.კ. კარკადე, დასხით მდუღარე წყალი რათა მიიღოთ თხევადი ფაფისებური მასა. დატოვეთ 20 წუთით და შემდეგ დაიმასაჟეთ თავის კანი, ხოლო ფაფისებური მასა დაიდეთ თავზე 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

გაითვალისწინეთ! ამ ნიღაბმა შესაძლოა გამოიწვიოს თმის ფერის შეცვლა, თუ ღია ფერის თმა გაქვთ.

 

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

იტვირთება
შეაფასეთ სტატია
ჩაიტარეთ 6 პროცედურა თქვენი სილამაზის შესანარჩუნებლად კარკადეს ჩაის საშუალებით…
ხრაშუნა, ნაკლებად მარილიანი კიტრის მწნილი – ,,საქორწინო”. დუღილისა და სტერილიზაციის გარეშე