ამ ხალხური რეცეპტით თქვენ სამუდამოდ განთავისუფლდებით კუჭის წყლულისგან!

ამ ხალხური რეცეპტით თქვენ სამუდამოდ განთავისუფლდებით კუჭის წყლულისგან!

ჯერ კიდევ X–ე საუკუნიდანაა ცნობილი მრავალძარღვას სამკურნალო თვისებების შესახებ. ის აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სხვა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ერთ–ერთ ასეთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და გაგანთავისუფლებთ კუჭის წყლულისგან.

მომზადების წესი:

მოაგროვეთ მრავალძარღვას ფოთლები, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. გამშრალი ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა მოათავსეთ ფენა–ფენა შაქართან ერთად (1:1) შუშის ქილაში ისე, რომ ქილა გაივსოს ბოლომდე. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და სამი თვით მიწაში ჩაფალით. სამი თვის შემდეგ მიღებული სითხე გადაწურეთ და მოათავსეთ წყლის აბაზანაში. წყლის 30 წუთიანი დუღილის შემდეგ ამოიღეთ, გადაიტანეთ ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში.
გაითვალისწინეთ! ეცადეთ ფოთლები მოაგროვოთ ეკოლოგიურტად სუფთა ადგილზე.

მიღების წესი:

ეს საშუალება უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ 1 ს.კ. , ჭამამდე 30 წუთით ადრე. სამი თვის შემდეგ კუჭის წყლულის კვალიც კი გაქრება.
ეს საშუალება შეგიძლიათ ბავშვებისტვისაც გამოიყენოთ გაცისების დროს. უნდა დაალევინოთ 1 ჩ.კ. დღეში ერთხელ.

 

ექიმის კომენტარი:

მრავალძარღვას უძველესი დროიდან იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ. მისი ფოთლები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ამ მცენარის ფოთლებს აქვს ქსოვილის აღმდგენი, საძილე და ჰიპოტენზიური მოქმედება. მისი ნაყენი კარგი ანტიბაქტერიული და ამოსახველებელი საშუალებაა.
გაითვალისწინეთ! მრავალძარღვა ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას და მისი მჟავიანობის მაჩვენებელს. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია კუჭის ისეთი ქრონიკული პათოლოგიების დროს, როცა მჟავიანობა ნორმალური ან დაქვეითებულია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

შეაფასეთ სტატია
ამ ხალხური რეცეპტით თქვენ სამუდამოდ განთავისუფლდებით კუჭის წყლულისგან!
ახლა უკვე ვიცი რატომ ვერ ვიღებდი საკმარის ვიტამინებს. არასდროს მიირთვათ ხორცი ამ პროდუქტებთან ერთად!