მუსკატის კაკალი უნივერსალური სანელებელია, რადგან ის კარგად ერწყმის ქათამს, თევზის კერძებს, სოუსებს, დესერტებს და მათ შიგთავსს. თუმცა კულინარიის გარდა, ის გამოიყენება სამკურნალოდაც.
მუსკატის კაკალი აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემას. მას პოტენციის პრობლემის დროსაც იყენებენ და ა.შ.
მუსკატის კაკალის სასარგებლო თვისებები
დიარეის შემთხვევაში, აურიეთ თანაბარი რაოდენობით ჟოლოს, ქერიფქლას, ტუხტის ფოთლები და დაფქული მუსკატის კაკალი. მოამზადეთ მისგან ნაყენი და მიიღეთ. შეგიძლიათ ბანანს ან მაწონსაც გაურიოთ, გემრიელიცაა და სასარგებლოც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს გინდათ მიაღებინოთ.
ეს სანელებელი ძალიან კარგია მალაბსორბციის დროს სამკურნალო თერაპიის ჩასატარებლად. ის ხსნის ნაწლავურ სპაზმებს, აჩერებს გულისრევას და ხსნის მუცლის შებერილობას.
მუსკატის კაკალი მშვენიერი ამოსახველებელი საშუალებაა. ბრონქიტის, პნევმონიის და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების დროს, დაუმატეთ ის რძეს ან ჩაის და მიიღეთ.
რძისა და მუსკატის კაკალის ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება, რადგან ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ასევე კარგია ერბოში ან ცხელ რძეში გახსნილი თანაბარი რაოდენობით (1ჩ.კ.) დაფქული მუსკატის კაკალი, ძირტკბილა, კატაბალახა და რანეტი. უნდა მიიღოთ ძილის წინ დღეში ერთხელ.
რძიანი ნაყენი კარგია წინა მენსტრუაციული სინდრომის და მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს. რძეში უნდა გაურიოთ თანაბარი რაოდენობით მუსკატი და კურკუმა. მიიღეთ პირველივე ნიშნების გაჩენის დროს.
მუსკატის კაკალი სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მისი მიღება ასევე კარგია ჰიპერტონიის დროს.
მუსკატის კაკლისგან დამაზდებული ნაყენი ასევე კარგია ვარიკოზული ვენების დროს. 50 გრ. კაკალს დაასხით 1 ჭიქა არაყი და დადგით 10–12 დღე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ 1 ს.კ. შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ.
ასე რომ ეს სანელებელი არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.