ხშირად ბევრ ჩვენგანს იპყრობს აუხსნელი შპოთვისა და აპათიის შეგრძნება. ეს მდგომარეობა არაა უჩვეულო და მას ფიზიოლოგიური ახსნაც აქვს.
ასეთი მდგომარეობა უფრო უკავშირდება შემოდგომა–ზამთრის პერიოდს, რადგან „ბედნიერების ჰორმონის“ სეროტონინის გამომუშავებას სჭირდება მზის სხივები. სწორედ სეროტონინის ნაკლებობა იწვევს ადამიანში ენერგიის ნაკლებობას, ცუდ განწყობას, დეპრესიას და დაბნეულობას.
ხალხურ მედიცინაში სეროტონინის დონის გასაზრდელად და დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, საკმაოდ წარმატებულად იყენებენ მცენარე კრაზანას (Hypericum).
კრაზანას მის ფოთლებზე არსებული ჯირკვლების გამო უწოდებენ. ისინი ჩანს სინათლეზე პატარა ზომის წერტილების სახით. ეს ჯირკვლები შეიცავენ ბალზამისებრ სეკრეაციას, არომატის წყაროს და მცენარეს სამკურნალო საფუძველს.
კრაზანას (Hypericum) სასარგებლო თვისებები
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე და პარაცელესი იყენებდნენ კრაზანას ნევრალგიის დაავადებების დროს. ის პირველად 1652 წელს გამოიყენა ნიკოლ კულპეპერომ ანტიდეპრესანტის სახით.
კრაზანა შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ინგრედიენტ ჰიპერიცინს. ის ხელს უშლის სისხლში სეროტონინის შთანთქმას, მის კონცეტრაციას ზრდის ორგანიზმში და ნამდვილი „ბედნიერების ჰორმონია“. მისი წყალობით ცუდი განწყობა და ფიქრები ნამდვილად არ შეგაწუხებთ.
სეროტონინის ნაკლებობა ასევე დაკავშირებულია ჭარბ წონასთან. გაგიკვირდათ ხომ? ალბათ თქვენც შეგინიშნავთ, როცა ადამიანი დეპრესიაში ან ცუდ განწყობაზეა, მას აწუხებს შიმშილის გამწვავებული გრძნობა. როცა სეროტონინის დონე ნორმაშია კი პირიქით, დანაყრების შეგრძნება აქვს მაშინაც კი თუ ბოლოს 6 საათის წინ მიირთვა.
კვლევებმა დაადასტურა, რომ დეპრესიის, ქრონიკული დაღლილობის და ნერვული აშლილობის დროს კრაზანას კარგი თერაპიული ეფექტი აქვს.
კრაზანას გამომშრალი ყვავილები მთავარი მოქმედი ნივთიერებია: აზულენი, ჰიპერიცინი, კვერცეტინი, ტოკოფეროლი და ფლავონოიდი.
1. აზულენი
ანტიოქსიდანტი, რომელიც კოსმეტოლოგიაში ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებების წყალობით პოპულარულია.
2. ჰიპერიცინი
წითელი პიგმენტი, რომელსაც კრაზანა შეიცავს, ორგანიზმზე ანტისტრესულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.
3. კვერცეტინი
ფლავონოიდი, რომელსაც ნერვულ დაბოლოებებში მოხვედრა და რეცეპტორებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ასევე ადრენალინის გამომუშავებას ამცირებს, რაც ორგანიზმზე დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახდენს.
4. ტოკოფეროლი
ტოკოფეროლები ქსოვილებში ასრულებენ ბიოლოგიური ანტიოქსიდანეტების ფუნქციას. ამ ფუნქციას დიდი მნიშვნელობა აქვს უჯრედული მემბრანისა და ორგანოები სტრუქტურული მთლიანობისა და ფუნქციონალური აქტივობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა ის ხელს უშლის ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას
5. რუტინი
რუტინი არის ბიოფლავონოიდი, ანუ მცენარეული პიგმენტი, რომელიც გვხვდება გარკვეულ ბოსტნეულსა და ხილში. ვიტამინი, რომელიც სისხლძარღვების კედლებზე დადებითად მოქმედებს და მათ აძლიერებს.
სწორედ ასეთი შემადგენლობის წყალობით მოიპოვა ფართოდ გავრცელება კრაზანამ, ხალხურ თუ ტრადიციულ მედიცინაში. მის საფძველზეა დამზადებული ისეთი ცნობილი მედიკამენტები, როგორიცაა: „ჰელარიუმ ჰიპერიკუმი“, „დოპპელგერცი ნერვების დამამშვიდებელი“, „ნეიროპლანტი“, „დეპრიმ ფორტე“.
როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში სამკურნალო საშუალებები?
რეცეპტი 1 – ნაყენი დეპრესიის დროს
მოთავსეთ ჭურჭელში 10 გრ. გამხმარი კრაზანას ყვავილი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 30 წუთი.
უნდა მიიღოთ დღეში 6–ჯერ 1 ს.კ. ჭამის შემდეგ.
ეს ნაყენი ასევე კარგია ცისტიტის, კუჭ-ნაწლავის ტკივილის, დანამატის ანთების, თეთრი გამონადენის, ღვიძლის და შარდის ბუშტის ტკივილის, დიარეას, თირკმელში ქვების არსებობის, რევმატიზმის, თავის ტკივილის, კოლიტის და ბავშვებში უნებლიე შარდვის დროს.
რეცეპტი 2 – ჩაი დეპრესიის დროს
1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ჩ.კ. მშრალი კრაზანას ნარევი და დააყენეთ 10 წუთი. ასეთი ჩაი უნდა მიიღოთ დღეში 2–ჯერ, დილას და საღამოს. სრული კურსი მოიცავს 3 თვეს.
რეცეპტი 3 – ნაყენი შფოთვის დროს
მოათავსეთ ჭურჭელში 500 მლ. წყალი და ჩაყარეთ გვირილა–კრაზანას ყვავილები, პროპორციით 1:1. მირებული ნარევი აადურეთ დაბალ ცეცხლზე და დააყენეთ კიდევ 10 წუთი. უნდა მიიღოთ 6–7 დღე , დღეში 3–ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 3 ს.კ.
რეცეპტი 4 – ზეთოვანი ნაყენი
მოათავსეთ ჭურჭელში 10 გრ. კრაზანას ყვავილი და დაასხით ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი. მიღებული ნარევი დადგით ბნელ და ცივ ადგილზე 40 დღე. უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ჩ.კ. ორი კვირის მანძილზე.
რეცეპტი 5 – ფხვნილი
თუ გაწუხებთ უძილობა, ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ კრაზანას ფხვნილი. ეს ფხვნილი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში. უნდა მიიღოთ დრსი 2–4 მგ. ფვნილი ერთი თვის მანძილზე.
კრაზანას ფხვნილი ასევე ეფქტურია საკვების მომნელებელი ტრაქტის, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების დროს, ღვიძლის, თირკმლების, შარდის ბუშტის დაავადებების დროს. ის ასევე გამოიყენება როგორც შემკვრელი, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი საშუალება.
ნორჩ ბალახს იყენებენ სახსრების მოტეხილობის, ჭრილობის და ნაკაწრის დროს.
მიუხედავად ამ მცენარის უვნებლობისა, თუ გაწუხებთ დეპრესია ჯობია მიმართოთ მკურნალ ექიმს, რათა ზუსტად თქვენზე მორგებული მკურნალობის კურსი გაიაროთ.
გაფრთხილება!
არაა რეკომენდირებული მისი შინაგანი გამოყენება ფეხმძიმე ქალებისთვის და ისეთი დაავადებების დროს, რასაც ახლავს მაღალი სიცხე. ასევე არაა რეკომენდირებული მისი გამოყენება ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის .
კრაზანას სპირტიანი ნაყენი არ მიიღოთ ყავასთან, შოკოლადთან, შებოლილ და დამარინადებულ პროდუქტებთან ერთად.
ასევე შესაძლოა გქონდეთ ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ჯანმრთელობას გისურვებთ !