გულძმარვა ყველა ზრდასრულ ადამიანს გამოუცდია. ამ დროს კუჭსა და საყლაპავს შორის არსებული რგოლისებრი მომჭერი კუნთი სფინქტერი, მოსუსტებულია, რაც კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლას განაპირობებს. მას თან ახლავს ტკივილი მკერდის არეში, ტკივილი მკერდის ძვლის უკან და წვის შეგრძნება ყელის არეში. ხშირად ტკივილი უარესდება საკვების მიღების შემდეგ.
არის პროდუქტები, რომლებიც უფრო ამწვავებენ მდგომარეობას და ახდენენ გულძმარვის წარმოშობის პროვოცირებას. თუმცა არის პროდუქტები, რომლებიც პირიქით, გაგანთავისულებთ მისგან. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ორივე მათგანს.
რომელი პროდუქტები იწვევენ გულძმარვას?
მწარე შოკოლადი
მწარე წიწაკა
ყავა
გაზიანი სასმელები
პომიდორი
ციტრუსი
ნიორი
ხახვი
პიტნა
გულძმარვის რისკს ზრდის საკვების ძილის წინ მიღება. გარკვეულ წილად ეს ინდივიდუალურია, რადგან შესაძლოა თქვენზე სხვა პროდუქტმაც იქონიოს ცუდი გავლენა. ამიტომ უნდა დააკვირდეთ კიდეც, კონკრეტულად თქვენზე რომელი პროდუქტი მოქმედებს ცუდად.
რომელი პროდუქტები არ იწვევენ გულძმარვას?
ბრინჯი
კარტოფილი
მწვანე ბოსტნეული
ოხრახუში
შვრია
ბანანი
ნესვი
კეფირი
მარცვლეულის პური
თუ დილას იწყებთ უზმოზე ყავის, მჟავე გრეიფრუტის, ციტრუსის ან ვაშლის მირთმევით, ეს ზრდის გულძმარვის წარმოქმნის რისკს. უმჯობესია მცირე საუზმით დაიწყოთ დღე.
როცა გულძმარვა ხშირად გაწუხებთ, მაშინ ჯობია მიმართოთ ექიმს და აუცილებლად დაადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზი. რადგან შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ჯანმღტელობას გისურვებთ !