ალბათ ბევრი თქვენგანისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება 70 წლის ასაკში გავდეთ 40 წლის ქალს. გვინდა თუ არ გვინდა დაბერების პროცეში ასაკის მატებასთან ერთად იწყება, ეს ყველაფერი კი ჩვენს ფიზიკურ შესაძლებლობაზე და ჯანმრთელობაზეც აისახება. თუმცა არის ნამდვილად მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია 70 წლის ასაკში 30 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.
დღეს ჩვენ გიამბობთ ქალბატონ ნორმა უილიამსზე, მისი სიმაღლე 170 სმ–ია, წონა კი 60 კგ–ს არასდროს აცდენია. საოცარია ხომ? ეს ადამიანი გახდა სამაგალითო ბევრისთვის. სამაგალითო და იმედის მომცემიც, რომ შეუძლებელი არაფერია და ნამდვილად შეასაძლებელია ახალგაზრდულობის შენარჩუნება.
.
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდულობა და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
ნორმა უილიამსი ჟურნალისტებთან ირწმუნება, რომ მოდელის გარეგნობის ფორმებზე არასდროს უოცნებია. მას მხოლოდ ისეთი ფორმის შენარჩუნება სურდა, რომლის დანახვაც თავადვე მოჰგვრიდა სიამოვნებას.
უამრავი ადამიანია დაინტერესებული მისი საიდუმლო რეცეპტით, რომლითაც მან შეინარჩუნა ასეთი სხეული და გარეგნობა. რაზეც ნორმას პასუხი ყოველთვის ერთია: არანაირი სადილი, მაგრამ გემრიელი საუზმე, სრულყოფილი ვახშამი, ძილის წინ ერთი ჭიქა ღვინო თავისი მისაყოლებლით. თითქოს განსაკუთრებული არაფერია ამ მენიუში, მაგრამ სწორედ ასეთი რეჟმის წყალობით შეინარჩუნა მან S ზომა.
1. საუზმე
ნორმა მკაცრად იცავს ოქროს წესს, რომელიც გულისხმობს შემდეგს: დილით ადრე კუჭის გადატვირთვა არ შეიძლება, რადგან მას ჯერ კიდევ სძინავს. საუზმე დაახლოებით 12 საათზე უნდა მიიღოთ. ნორმა საუზმეზე უპირატესობას თაფლიან კრუასანს ანიჭებს, რომელსაც თან კაპუჩინოს აყოლებს.
2. სადილი
გაგიკვირდებათ და სადილი დღის განრიგში საერთოდ არაა გათვალისწინებული. ამის მაგივრად მსუბუქად ხილით წახემსებაც საკმარისია.
მაგალითად: ფორთოხალი, ბანანი ან რომელიმე სეზონური ხილი.
3. ვახშამი
ვახშამი აუცილებლად უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობის ცილას. მაგალითად შეგიძლიათ მიირთვათ: თეთრი თევზი ან ქათმის მკერდი მწვანე ბარდით, სოკოთი, სოიოს სოუსით და ბროკოლით. ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა მოაყაროთ მზესუმზირა ან თხილი და ბოლოს ზეითუნის ზეთი დაამატოთ.
4. ღვინო მისაყოლებლებით
დღის ბოლოს კი ღვინო მისაყოლებით. დაახლოებით 7–8 საათისთვის ყოველ საღამოს ნორმა მიირთმევს წითელ ღვინოს. მისაყოლებლად კი იყენებს კაკალს, ჩირს, მარილიან ორცხობილას, ბრინჯის კრეკერს შოკოლადითა და იოგურტით და დიდ სუფრის კოვზ თაფლს.
ეს მენიუ იდეალურადაა დაგეგმილი. მთავარი საკვების მირება ორამდეა შემცირებული, შიმშილის გრძნობაც არ აწუხებს:
საუზმე 12 საათზე, ვახშამი 6-ზე, ასევე წახემსება მათ შორის და ღვინო ძილის წინ.
ღვინის მირება ყოველ საღამოს შესაძლოა საკამათო თემაც გახდეს, მაგრამ წითელ ღვინოში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით ნორმას კანი დაახლოებით 30 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ქალის ჯანმრთელობისთვის წითელი ღვინო რეკომენდებულია.
ნორმა ფიზიკური ვარჯიშითაცაა დაკავებული და ხშირად დადის ფეხით. ფიზიკური აქტივობა, სხეულის ტონუსის შესანარჩუნებლად იდეალურია. კუნთების მუშობისთვის კი ცილებია აუცილებელი, რომელიც არის კიდეც მენიუში გათვალისწინებული.
ნორმა უილიამსი არის მტკიცებულება იმისა, რომ ასაკი დაბრკოლებას არ წარმოადგენს რათა ვიქონიოთ ლამაზი, ჯანსაღი და მოხდენილი სხეული. ცოტაოდენი მონდომება და თქვენს მიაღწევთ ასეთ შედეგს !