ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ფრჩხილის ნაწილი ან გვერდი ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილში.
მას ახასიათებს: ფრჩხილის მიდამოში მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხსაცმლის ჩაცმისა და სიარულისას.
ფრჩხილის ფირფიტის სიმკვრივის გაზრდა, დეფორმირება, ჩირქის გაჩენა და რბილი ქსოვილის გაუხეშება.
ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყო: მოჭერილი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც აწვება ფრჩხილებს
არასწორად ან ძალიან მოკლედ მოჭრილი ფრჩხილები
ფრჩხილის დაზიანება/გაჭრა
როგორ ავირიდოთ ფრჩხილის ჩაბრუნება?
1. ატარეთ თქვენი ზომის ფეხსაცმელი და მოერიდეთ ზედემეტად მაღალ ქუსლს.
2. პათოლოგიებისას აუცილებლად გამოიყენეთ ორთოპედიული პროდუქცია.
3. ფრჩხილის ბოლოებისა და კიდეების დასამუშავებლად გამოიყენეთ რბილი ქლიბი.
4. გაიკეთეთ ფეხებზე თბილი აბაზანა, რათა ფრჩხილი დარბილდეს.
5. ნუ მოიჭრით ფრჩხილს ღრმად და მოიჭერით იგი სწორად.
6. დროულად და სწორად იმკურნალეთ სოკოვან ინფექციაზე.
დაავადების პირველივე ნიშნებისას ძალიან კარგია თბილი აბაზანა. აბაზანის შემდეგ ფრჩხილსა და რბილ ქსოვილს შორის მოათავსეთ მარლა, რომელიც პენიცილინისა და ფურაცილინის ხსნარშია დასველებული.
აქვე გთავაზობთ 2 რეცეპტს, ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემის მოსაგვარებლად.
1. მოათავსეთ ჭურჭელში 1 ცალი დაბლენდერებული ან გატარებული ალოეს ფოთოლი და დაასხით 1 ჩ.კ. თბილი ანადუღარი წყალი. მიღებულ ნარევში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ ფრჩხილის ქვეშ. კარგად გადაიკარით ზედ პოლიეთილენი და დილით ფრჩილი უკვე დარბილებული იქნება, რომელსაც მარტივად მოიჭრით.
2. მტკივან თითზე წამოიცვით სათითური, რომელშიც წინასწარ მოათავსებთ კარაქს. ჩაიცვით წინდა, რომ არ მოგძვრეთ ღამით. ეს პროცედურები ტარდება 2–3 კვირის მანძილზე და ეხმარება ტკივილის გაქრობას, ფრჩხილის დარბილებას. როცა ტკივილი სრულად გაქრება, ქვეშ ამოუდეთ მარლა.
ჯანმრთელობას გისურვებთ !