გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ მის დარეგულირებაში

ყოველი ადამიანისთვის არტერიული წნევა სხვა და სხვაა, რომლის დროსაც კარგად გრძნობს თავს. მაგალითად მაღალწნევიანმა ადამიანმა 200/120–ზე შესაძლოა კარგად გადაიტანოს, ხოლო დაბალაწნევიანისთვის 130–ზე განვიტარდეს კრიზი.

არტერიული წნევის ზედა ზღვრის ნორმალ 140/90 მმ ითვლება 18 წელს ზევით.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე ხალხურ რეცეპტს, მაღალი წნევის სამკურნალოდ…

1. ჩაყარეთ 1 ჩ.კ. დარიჩინი 0,5 ლ. კეფირში და კარგად აურიეთ. მიიღეთ კვირაში 2–ჯერ 1 ჭიქა.

2. ხშირად მიირთვით შავი მოცხარი, გრეიფრუტი ან მარწყვი, რადგან ისინი აქვეითებენ სისხლის წნევას.

3. 400 მლ. გადადუღებულ ცივ წყალში ჩაყარეთ 2 ჩ.კ. წიწმატურას ბალახი (ხაჭმაჭიჭა) და დააყენეთ 8 საათით.
ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3–4 ჯერ 2 ს.კ.

4. 0,5 კგ. თაფლში გადაურიეთ 100 გრ. ნიგოზი და მიიღეთ დღეში 3–ჯერ 1/2 ს.კ.

5. 1 ლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ წინასწარ დაქუცმაცებული 1 ჩ.კ. კომშის, 1 ჩ.კ. თუთის და 1 ჩ.კ. იასამნის ფოთლები. დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილზე. მიიღეთ დღის განმავლობაში წყლის მაგივრად.

6. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 1 კგ–მდე ყურძენი ან დალიოთ დღეში 3–ჯერ ყურძნის წვენი, რადგან ის კარგად აქვეიტებს მომატებულ წნევას. ასე უნდა გააგრძელოთ 1 თვე მაინც. (წვენი ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ)

7. 0,5 ლ. წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. თუთის ხის დაქუცმაცებული ქერქი და ადურეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. მიღებული ნაყენი დააყენეთ 10–12 წუთი და შემდეგ გადაწურეთ. უნდა მიიღოთ წყლის მაგივრად მუდმივად.

ვალერიანი

ნაყენი – დაქუცმაცებულ 10 გრ. ფესვებს და ფესურებს დაასხით გადადურებული ცივი წყალი და გააჩერეთ 8 საათი. ამის შემდეგ მიიყვანეთ ადურებამდე და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ დღეში 3–ჯერ 1 ს.კ.

ნახარში – 200 მლ. მდუღარე წყალში ჩაყარეთ 10 გრ. ფესვები და ფესურები. ადურეთ 20 წუთი და შემდეგ 2 საათი დააყენეთ. მიღებული ნახარში უნდა მიიღოთ დღეში 3–4 ჯერ 1 ს.კ.

ფხვნილი – ყავის საფქვავში ან როდინში დანაყეთ ფესვები და ფესურები. უნდა მიიღოთ დღეში 3–4 ჯერ 2 გრ.

ვალერიანის ნახარშის აბაზანები – 10 ლ. წყალზე გამოიყენეთ 0.5 კგ ფესვები.

ჯანმრთელობას გისურვებთ !

შეაფასეთ სტატია
გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ მის დარეგულირებაში
image
რატომ არის აუცილებელი ყოველ ღამე ნიახურის ჭამა და რა ზეგავლენას ახდენს ის ორგანიზმზე