ყველაზე გავრცელებული დამაბინძურებელი ნივთიერებები აქვს ხალიჩებს, პენოპლასტის საიზოლაციო მასალებს, ასევე საყოფაცხოვრებო საწმენდ საშუალებებს და დაპრესილი ხის ნაწარმს. დაბინძურებული ჰაერი იწვევს სხვა და სხვა ტიპის ალერგიას, თავის ტკივილს, დაღლილობას, ნერვული სისტემის დარღვევას და სიმსივნეს.
დამაბინძურებელი ნივთიერებებია – ფორმალდეჰიდები, ბენზოლი და ტრიქლორეთილენი. ასევე ჰაერში შემავალი ბიოლოგიური დამაბინძურებლები, ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტის ოქსიდი, პესტიციდები, ფენოლი და რადონი.
მცენარეების და ჰაერის ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ ოთახის მცენარეები რომლებიც სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებებით სავსე ჰერმენტულ კამერებში ჰქონდათ მოთავსებული, ამ ქიმიურ ნივთიერებებს აქრობდნენ. ასე დამტკიცდა, რომ მცენარეს შენობის დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ნამდვილად შეუძლია.
NASA–ს მიერ ჩატარებული 2 წლიანი კვლევის შედეგებით, რომელიც დოქტორმა ვულვერტონმა აწარმოა, დაასახელეს 50 ოთახის მცენარე. ისინი ზემოთ ნახსენებ ბევრ დამაბინძურებელ ნივთიერებას და გაზებს შთანთქავენ. დღეს ჩვენ მათ შორის ყველაზე ეფექტურ 10 მცენარეს გაგაცნობთ.
1. დრაკონის ხე (Dracaena Draco)
ამ სუბტროპიკულ მცენარეს ძლიერ გამწმენდი თვისებები აქვს. ფილტრავს ქსილოლს, ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც გამოყოფს საღებავები, სიგარეტები და ავტომობილის გამონაბოლქვი აირები.
2. ოქროსფერი ეპიპრემნუმი (Epipremnum Aureum)
საუკეთესო მცენარე იმისთვის, რომ ჰაერი ფორმალდეჰიდებისა და ნახშირბადის მონოქსიდისგან გაწმინდოთ.
3. სპატიფილუმი (Spathiphyllum)
დეკორატიული მცენარე ჰაერიდან შთანთქავს ბენზოლს, სპირტს, აცეტონს და ტრიქლორეთილენს. დარწმუნდით, რომ მცენარე ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელია, რადგან მისი ჭამა არ შეიძლება.
4. მაღალი რაპისი (Rhapis Excelsa)
მცენარის მსხვილი მწვანე ფოთლები შენობას დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან ეფექტურად წმენდს. ყურადღება მიაქციეთ, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში ბევრი წყალი სჭირდება.
5. დრაცენა (Dracaena deremensis)
გამხსნელებისა და ლაქებისგან ტრიქლორეთილენს აქრობს. მისი გაზრდა ადვილია. ცოტა მზის სხივი და წყალი სჭირდება.
6. ინგლისური სურო (Hedera Helix)
კვამლიდან კანცეროგენებს ეფექტურად შთანთქავს.
7. ბოსტონის გვიმრა (Nephrolepis Exalta Bostoniensis)
ჰაერის ძლიერი დამატენიანებელი მცენარე, რომელიც ჰაერს ფორმალდეჰიდებისგან წმენდს.
8. ბამბუკის პალმა (Chamaedorea seifrizii)
ჰაერის შესანიშნავი დამატენიანებელი მცენარე, რომელიც მას ბენზოლისა და ტრიქლორეთილენისგან წმენდს.
9. ქლოროფიტუმი (Chlorophytum Comosum)
მცენარე ბუხართან ან სამზარეულოში დადეთ, რომ დაგროვილი ნახშირბადის მონოქსიდი შთანთქას. მას ბევრი ბუნებრივი სინათლე, ასევე მინიმალური მორწყვა სჭირდება.
10. სანსევიერა (Sansevieria Trifasciata)
მცენარეს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ჟანგბადს გამოყოფს და ნახშირორჟანგს შთანთქავს. თქვენი ხალიჩების და დაპრესილი ხის ავეჯიდან გამოყოფილ ფორმალდეჰიდებს ეფექტურად აქრობს.
ეს ძლიერი გამწმენდი მცენარეები სახლში იქონიეთ და სუფთა ჰაერით და პოზიტიური ენერგიით დატკბით!