ხშირად გაწუხებთ მუცლის შებერილობა და ყაბზობა? მაშინ დროა გაიწმინდოთ ნაწლავები

სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს მუცლის შებერილობის, ნაწლავების და საჭმლის მონელების პრობლემები.

ძირითადად ამ ყველაფერს იწვევს არასწორი კვება, ასევე მავნე დამუშავებული პროდუქტების მიღება. პირველ რიგში ასეთი პროდუქტები დიდხანს მუშავდება და პრაქტიკულად სასარგებლო ნივთიერებებს არ შეიცავს, ამიტომ ორგანიზმი აუცილებელ ვიტამინებს ვერ იღებს და შიმშილის გრძნობაც მალე ჩნდება.

ასეთი კვება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშობას ართულებს. სწორედ ამიტომ ხდება მუცლის შებერილობა, ყაბზობა, დაღვეულია საჭმლის მონელების პროცესი და ა.შ.

ჯანსაღი ორგანიზმის შესანარჩუნებლად ნაწლავები დღეში ერთხელ მაინც უნდა დაიცალოს. ნარჩენების დაგროვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.

როცა დაღვეულია საკვების მონელების პროცესი, ეს შემდეგ იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. ჩნდება მკვებავი და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში, რადგან კუჭის კედლის მიერ ვეღარ ხდება სრულყოფილად და გამართულად იმ ნივთიერებების გადამუშავება–შეწოვა, რომელის საჭიროა თქვენი ორგანიზმისთვის. ა

სწორედ ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ ნაწლავების მდგომარეობას და წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ გაიწმინდოთ ორგანიზმი.

დღეს ჩვენ გასწავლით  ეფექტურ რეცეპტს ნაწლავების გასაწმენდად, რომლის მომზადებაც საკმაოდ მარტივია.

ამისთვის დაგჭირდებათ :   150 გრ. შავი ქლიავი.

 5 ჭიქა მდუღარე წყალი.

150 გრ. ფინიკი.


მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ფინიკი და შავი ქლიავი.
სუსტ ცეცხლზე ხარშეთ 15 წუთის მანძილზე, შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ.

მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე 1 ს.კ.

ეს ნარევი უჯრედისის მაღალი შემადგენლობის წყალობით გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელების პროცესს, ასევე მოგაშორებთ ყაბზობას და მომნელებელი სისტემის ბევრს სხვა პრობლემას.

ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის  ექიმთან.

შეაფასეთ სტატია
ხშირად გაწუხებთ მუცლის შებერილობა და ყაბზობა? მაშინ დროა გაიწმინდოთ ნაწლავები
ქაღალდის ხელსაწმენდისა და კვერცხის ნიღაბი: როგორ გავიწმინდოთ სახე სახლის პირობებში