მხოლოდ 1 ჭიქა წვენით გაიუმჯობესეთ იმუნური სისტემა, მოიწესრიგეთ ნივთიერებათა ცვლა და ხელი შეუშალეთ სხვა და სხვა დაავადების განვითარებას.

ნატურალური წვენების მომზადება ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა, უამრავი სასრგებლო ნივთიერებების მისაღებად.
1 ჭიქა ნატურალური წვენის მიღებით იმ აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს მიიღებთ , რომელიც საჭიროა დღის განმავლობაში. ის ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას და ენერგიით დამუხტვას შეუწყობს ხელს.

ნატურალური წვენი შეიცავს ბევრ მკვებავ ნივთიერებას და ნაკლებ ნახშირწყლებს, ამიტომ ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. ასევე ხელწ უწყობს წონაში დაკლებას და ხელს უშლის დაავადებების განვითარებას.

ხილ–ბოსტნეული იმუნომასტიმულირებელი ნივთიერებების სწრაფად და ეფექტურად ათვისებას უწყობს ხელს.

ბაზარზე წარმოდგენილი ნატურალური წვენები გადამუშავებულია ისე, რომ მათ მკვებავი ნივთიერებები არ გააჩნიათ. თუ გინდათ, რომ მიიღოთ სასარგებლო მიკროელემენტები, მკვებავი ნივთიერებები და ვიტამინები, წვენები დაამზადეთ სახლში.

ხილისა და ბოსტნეულის სწორი კომბინაციით ჯანმრთელობისთვის მთელ რიგ სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს მიიღებთ.
დღეს ჩვენ სწორედ ასეთი წვენის რეცეპტს გაგაცნობთ.

სპეციალისტების თქმით, ჭარხლის, სტაფილოსა და ვაშლის ნარევი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო წვენია!
ამ წვენის ძლიერი თვისებები დაგეხმარებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა თავიდან აიცილოთ.


– 
კანის ფერს აუმჯობესებს

–  ტვინს წმენდს

–  არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს ამცირებს

–  ორგანიზმს ენერგიით მუხტავს

–  მენსტრუაციულ სპაზმებს ამშვიდებს


ძალიან სასარგებლოა თუ ამ წვენს მიირთმევთ ყოველდღე.

რამდენიმე კვირაში შედეგით თავადაც გაოცებული დარჩებით.

გაწურეთ ერთად : 1 სტაფილო

1 ვაშლი

½ ჭარხალი

გემრიელად მიირთვით სასარგებლო და გემრიელი წვენი. უმჯობესია თუ არ დაუმატებთ შაქარს.

 

ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შეაფასეთ სტატია
მხოლოდ 1 ჭიქა წვენით გაიუმჯობესეთ იმუნური სისტემა, მოიწესრიგეთ ნივთიერებათა ცვლა და ხელი შეუშალეთ სხვა და სხვა დაავადების განვითარებას.
მარილის სასარგებლო თვისებები