რომელი მცენარეები დავრგოთ ერთად, რათა მივიღოთ მოსავლის მაქსიმალური რაოდენობა? ამის შესახებ ყვებიან მებაღეები…

ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე გეგმავენ გამოცდილი მებაღეები თუ სად დადგან ახალი ქოთნები, რადგან მიწის რაციონალური გამოყენება ბაღის კულტურას ავითარებს. არაა აუცილებელი გამოიყენოთ ქიმიური დანამატები ან პესტიციდები.

თხრილები აგარაკზე

ეს ხერხები საშუალებას მოგცემთ ჯანსაღი მცენარეები მოაშენოთ და მიწის ეკონომიაც გასწიოთ.

სიმინდი, ლობიო, გოგრა

ამ შემთხვეაში ადგილის მაქსიმალურ ეკონომიას გასწევთ, რადგან სიმინდი და ლობიო ერთად კარგად იზრდებიან, გოგრა კი მათ ჩრდილში საუკეთესოდ ვითარდება.  ამ ნერგებს “სამ დას” უწოდებდნენ.

მოცხარი და ხახვი
ხახვი უნდა დარგოთ მოცხარის ღეროებს შორის  და ზამთარში დატოვოთ.

ვარდი და ნიორი
თუ ნიორს ვარდებს შორის მოაქცევთ, ის მავნებლებს დააფრთხობს და არომატს გააუმჯობესებს.

ვაშლი და ჟოლო
ჟოლო ნიადაგში აზოტის კონცენტრაციას ახდენს და მასში სითხის ხარისხს ამაღლებს. ეს კი ვაშლისთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი ერთმანეთს აჯანსაღებენ.

ნესვი და ნიყვი
ქიმიის გამოყენებას რომ თავი აარიდოთ, ნესვის ბუჩქებს შორის ნიყვის ყვავილები მოათავსეთ.

მწვანილები
ზოგადად ნებისმიერი სახის მწვანილი ბოსტნეულისთვის   საუკეთესო მეზობელია.

კომბოსტო და პომიდორი
თუ პომიდორსა და კომბოსტოს ერთმანეთის გვერდით მოათავსებთ, ეს ძალიან კარგად იმოქმედებს კომბოსტოზე. რადგან პომიდორის სუნი  აფრთხობს კომბოსტოს ჩრჩილსა და წითელ რწყილებს.

ბაღის მარწყვი და სალბი
მარწყვისთვის სალბი ძალიან სასარგებლო მეზობელია.

კიტრი და კამა
თუ გინდათ, რომ კიტრი ორმოში უფრო კარგად გაიზარდოს, ნარგავებს შორის დარგეთ კამა.

მარწყვი და ბორაგო
მარწყვის ზრდას ძალიან უწყობს ხელს ბორაგო.

წიწაკა და რეჰანი
ეს ორი მცენარე ძალიან უწყობს ხელს ერთმანეთს გაზრდაში.

კარტოფილი და ქინძი
თუ გინდათ რომ  კარტოფილი არ დაავადდეს, მაშინ ნარგავებს შორის დარგეთ ქინძი.

საზამთრო და დედოფლის ყვავილი
მავნებლებისგან საზამთროსა და გოგრის ნარგავების დაცვა შეგიძლიათ, თუ მათთან დარგავთ დედოფლის ყვავილს.

ბადრიჯანი და ქონდარი
თუ ბოსტნეულთან ახლოს დარგავთ ქონდარს, იცოდეთ რომ ის ძალიან დადებითად მოქმედებს და ასევე აუმჯობესებს მათ გემოვნურ თვისებებს.

ბოლოკი და ისპანახი
იცოდით თუ არა, რომ ბოლოკისა და ისპანახის ერთმანეთის გვერდით დარგვით იცავთ როგორც ისპანახის ფოთლებს ასევე ბოლოკის ნაყოფს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მავნებლები ისპანახს, ბოლოკის ფოთლებს ამჯობინებენ. ბოლოკის ნაყოფიც დაუზიანებელი რჩება.

სტაფილო და ბოლოკი
ბოლოკი ხელს უწყობს ნიადაგის გაუმჯობესებას, ბევრად ადრე იზრდება კიდეც. შემდგომში ნიადაგის ხარისხი კი ხელს უწყობს, რომ სტაფილო კარგად განვითარდეს და ბარაქიანი მოსავალი მიიღოთ.

ნიახური და ლობიო
ლობიოსა და ნიახურის ერთად დარგვა ორივესთვის საკმაოდ კარგია, რადგან ასე თავად ლობიოს მარცვლებიც ბევრად დიდი იზრდება და ნიახური კი ბევრად არომატული ხდება.

წინასწარ შედგენილი ბაღის სქემა შემდეგ წელს გასაოცარ შედეგს მიგაღებინებთ. ასე მიწასაც ბევრად კარგად გადაანაწილებთ და მოსავალსაც მეტს მიიღებთ.

შეაფასეთ სტატია
რომელი მცენარეები დავრგოთ ერთად, რათა მივიღოთ მოსავლის მაქსიმალური რაოდენობა? ამის შესახებ ყვებიან მებაღეები…
გულის იდეალური ფუნქციონირების საწინდარი ეს მარტივი შინაური რეცეპტია