საშუალებები, რომლებიც სწრაფად გაგიქრობთ კოჟრებს

როგორ მოვიშოროთ კოჟრები სწრაფად და მარტივად? ხერხები, რომლებიც ბევრს გამოადგება

როგორ მოვიშოროთ კოჟრები სწრაფად და მარტივად? ხერხები, რომლებიც ბევრს გამოადგება

დამეთანხმებით კოჯრები ეს ის პრობლემაა, რომელიც არც თუ ისე იშვიათი პრობლემაა და, რომელიც ნამდვილად არ არის დაკავშირებული ასაკის მატებასთან, იგი შეიძლება ნებისმიერ  ასაკში გახდეს ჩვენი ცხოვრების დისკომფორტი. მაგრამ ამ სტატიაში გასწავლით, რამოდენიმე რჩევას, რომელიც ამ პრობლემისგან თავს მარტივად და უვნებლად დაგაღწევინებთ. თქვენი კანი კი კვლავ დაიბრუნებს, რბილ და ხავერდოვან იერსახეს.

რჩევა პირველი – აიღეთ ბამბის ტამპონი და დაასველეთ იგი ძმრით. შემდეგ დაიდეთ პრობლემურ ადგილას 3 საათის განმავლობაში, უმჯობესია დაიკრათ პლასტირით, სამი საათის შემდეგ პროცედურა ისევ გაიმეორეთ. რამოდენიმე დღის შემდეგ შედეგს თავად დაინახავთ.

რჩევა მეორე – მოგეხსენებეთ ნიორი არაჩვეულებრივი პროდუქტია სხვადასხვა მიმართულებით მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მასში უამრავ ბუნებრივი ანტისეპტიკი შედის კლავს სოკოსა და ანტისეპტიკებს, იგი არაჩვეულებრივია ასევე კანმა შეინარჩუნოს სინაზე და სირბილე. აიღეთ 3-4 საშუალო ზომის კბილი ნიორი და კარგად დაჭეჭყეთ, შემდეგ დაიდეთ იმ ადგილას სადაც გამოხატულია პრობლემა, შეიხვიეთ და მთელი ღამის მანძილზე დაიტოვეთ. დილით კი კარგად ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ მანამ სანამ პრობლემა არ ალაგდება.

რჩევა მესამე – აიღეთ 7 აბი ასპირინი და დაასხით ლიმნის წვენი ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. შემდეგ მიღებული მასა დაიდეთ კოჟრზე და გადაიხვიეთ პოლიეთილენით, რომელზედაც ზემოდან დაიდებთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაჩი ცხელ კომპრესს, რასაც კანი გაუძლებს, დროის გასვლის შემდეგ მოიხსენით და გაიხეხეთ პრობლემური ადგილი.

რჩევა მეოთხე – კოჟრის მოსაშორებლად ასევე არაჩვეულებრივია ხახვის წვენი. შეიზილეთ იგი პრობლემურ ადგილას კარგად და გადაიხვიეთ პინტით რამოდენიმე საათი. პროცედურა დღეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ აუცილებლად და 2 კვირის შემდეგ ნამდვილად არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ.

რჩევა მეხუთე – კანის ზედაპირის გასაუმჯობესებლად, გასაჯანსაღებლად, სირბილის შესანარჩუნებლად და დასამშვიდებლად არაჩვეულებრივია გვირილა. აიღეთ 4-5 ს/კ გამხმარი გვირილად და დაასხით დაახლოებით 1 ლიტრი ცხელი წყალი, რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩაყავით ფეხები და გააჩარეთ.

რჩევა მეექვსე – აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აგრეთვე ძალიან კარგია ტომატის ფაფისებური მასა, რომელიც გამდიდრებული სხვადასხვა ბუნებრივი სასარგებლო მინარელებით. აიღეთ პომიდვრის ფაფისებური მასა დაიდეთ პრობლემურ არეზე და შეიხვიეთ პოლიეთირენის პარკით 1 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ და კარგად გაიხეხეთ.

რჩევა მეშვიდე – არაჩვეულებრივია გაუხეშებული კანისთვის აბუსალათინის ზეთო. აღეთ ზეთი და დაიზილეთ კარგად და გულდასმით პრობლემური ადგილი დღეში ორჯერ. რამოდენიმე კვირის შემდეგ თქვენი კანი ნამდვილად მიიღებს ბუნებრივ იერსახეს.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

შეაფასეთ სტატია